აღდგომა იესო ქრისტესი

ეს იყო ხატება ნათლისღებისა, რაც ამჟამად გიხსნით (არა ჭუჭყის ჩამორეცხვა ხორციდან, არამედ წრფელი სინიდისის სწრაფვა ღვთის მიმართ) იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წყალობით

გამოცხადება 1:18 “აწ ცოცხალი, ვიყავი მკვდარი, და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე, და მაქვს კლიტენი ჯოჯოხეთისა და სიკვდილისანი.”

აღდგომის გაგება/გააზრება. 

იესო ქრისტეს აღდგომა არის ის ფუნდამენტი, რომელზედაც ქრისტიანული რწმენა შენდება. ქრისტიანობა სწორედ ქრისტეს აღდგომით დგას ან ეცემა . (1 კორინთელთა 15:1-8; ეფესელთა 2:19-22; რომაელთა 10:9-10)

ამასთანავე, აღდგომის გარეშე ქრისტიანობა საერთოდ არ იარსებებდა, როგორც რომაელთა 4:25-სა და 1 კორინთელთა 15:12-19-შია აღწერილი. ეს არის განმსაზღვრელი მოვლენა, რომელიც არა მხოლოდ იმას ამოწმებს, რასაც იესო ასწავლიდა (ებრაელთა 2:1-4; მარკოზის 16:19-20), არამედ იმასაც, თუ ვინ არის ის – ღმერთის ძე, რომალეთა 1:4-ზე დაყრდნობით.
რატომ ამტკიცებს ეს ერთი ფაქტი ყველაფერს?
რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ მისი ჯვარზე სიკვდილი?
რატომ უნდა აღმდგარიყო იესო მკვდრეთით?

იესოს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მამა ღმერთმა დაადასტურა მაცხოვრის მსხვერპლი კაცობრიობის ცოდვებისათვის და ამით შესაძლებლობა მისცა ადამიანებს, რომ ბოლოს ისინიც აღდგნენ, აღდგნენ სიცოცხლეში და არა – სიკვდილიში. ეს აქტი არის თავად სიკვდილზე გამარჯვების მომენტი. ადამიანს შეუძლია მარადიულად იცოცხლოს ქრისტესთან ერთად, რადგან ისიც აღდგება იესოსთან ერთად!

ახალი აღთქმის მუხლები:

მათეს 22:23  “იმ დღეს მიადგნენ მას სადუკეველნი, რომელნიც ამბობენ, რომ არ არსებობს აღდგომა, და ჰკითხეს:”

მათეს 22:28 “მერედა, აღდგომისას, ამ შვიდთაგან ვისი ცოლი იქნება იგი? ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა.”

მათეს 22:30 “ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ანგელოზები ცაში.”

მათეს 22:31 “ხოლო მკვდართა აღდგომისათვის არ წაგიკითხავთ, რა გითხრათ ღმერთმა, რომელიც ამბობს:”

მათეს 27:53 “საფლავებიდან გამოვიდნენ მისი აღდგომის შემდეგ, წმიდა ქალაქში შევიდნენ და გამოეცხადნენ მრავალს.”

მარკოზის 12:18  “მერე მიუახლოვდნენ სადუკევეღნი, რომელნიც ამბობენ, რომ არ არსებობს აღდგომა, და ჰკითხეს:”

მარკოზის 12:23 “მერედა, აღდგომისას, როცა აღდგებიან, ვისი ცოლი იქნება იგი? ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა.”

ლუკას 14:14 “და ნეტარი იქნები, ვინაიდან ვერაფრით მოგაგებენ სანაცვლოს; ამიტომაც მოგეგება მართალთა აღდგომისას.”

ლუკას 20:27 “მიუახლოვდა რამდენიმე სადუკეველი, რომლებიც უარყოფდნენ მკვდრეთით აღდგომას, და ჰკითხეს:”

ლუკას 20:33 “მერედა, აღდგომისას ამ შვიდთაგან ვისი ცოლი იქნება იგი? ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა.”

ლუკას 20:35 “ხოლო საუკუნო ცხოვრებისა და მკვდრეთით აღდგომის ღირსად შერაცხილნი არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან;”

ლუკას 20:36 “თვით სიკვდილსაც კი ხელი არა აქვს მათთან, ვინაიდან ანგელოზთა სწორნი და ღმრთის ძენი, აღდგომის ძენი არიან.”

იოანეს 5:29 “და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი – აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა.”

იოანეს 11:24 “მართამ მიუგო: ვიცი, რომ აღდგება უკანასკნელ დღეს აღდგომისას.”

იოანეს 11:25 “უთხრა მას იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს.”

საქმეების 1:22 “იოანეს ნათლისცემიდან მოყოლებული იმ დღემდე, როცა ამაღლდა ჩვენგან, – შემოგვიერთდეს და ჩვენთან ერთად იყოს მისი აღღგომის მოწმე.”

საქმეების 2:31 “ამიტომაც იწინასწარმეტყველა ქრისტეს აღდგომა და თქვა, რომ არ დარჩა მისი სული ჯოჯოხეთში და არ იხილა მისმა ხორცმა ხრწნილება.”

საქმეების 4:2 “განრისხებულნი იმის გამო, რომ ხალხს ასწავლიდნენ და აუწყებდნენ იესოს მკვდრეთით აღდგომას.”

საქმეების 4:33 “მოციქულები დიადი ძალით მოწმობდნენ უფალ იესო ქრისტეს აღდგომას, და იყო დიდი მადლი ყველა მათგანზე.”

საქმეების 17:18 “ზოგიერთი ეპიკურელი და სტოელი ფილოსოფოსი შეეკამათა; ერთნი ამბობდნენ: ნეტა რისი თქმა სურს ამ ყბედსო, მეორენი კი გაიძახოდნენ: ეტყობა, უცხო ღვთაებების მქადაგებელიაო, რაკიღა იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ.”

საქმეების 17:32  “მკვდრეთით აღდგომა რომ გაიგონეს, ზოგიერომა დაცინვა დაუწყო, ზოგი კი ამბობდა: ამას სხვა დროს მოვისმენთ შენგანო.”

საქმეების 23:6  “როდესაც მიხვდა პავლე, რომ შეკრებილთა შორის ზოგი სადუკეველია, ზოგი კი – ფარისეველი, ხმამაღლა შესძახა სინედრიონში: კაცნო, ძმანო, მეც ფარისეველი ვარ, ფარისევლის ძე. და აქ იმისთვის ვისჯები, რომ მკვდრეთით აღდგომის იმედი მაქვს.”

საქმეების 23:8 “ვინაიდან სადუკეველები ამტკიცებენ, რომ არც აღდგომა არსებობს, არც ანგელოზი და არც სული, ფარისევლები კი აღიარებენ ყოველივე ამას.”

საქმეების 24:15 “და ღვთის იმედი მაქვს, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, როგორც მართალთა, ისე უკეთურთა, რასაც თვითონვე მოელიან.”

საქმეების 24:21 “გარდა იმ ერთი სიტყვისა, მათ შორის მდგომმა რომ წამოვიძახე: მკვდრეთით აღდგომა რომ მწამს, მიტომ მსჯით-მეთქი დღეს?'”

რომაელთა 1:4 “ძალით, სიწმიდის სულითა და მკვდრეთით აღდგომით ღვთის ძედ განჩინებულს, უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს,”

რომაელთა 6:5 “რადგან თუ სიკვდილის მსგავსებით მასთან თანაშეზრდილნი ვართ, აღდგომითაც მავემსგავსებით,”

1 კორინთელთა 15:12  “ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ მკვდრეთით აღდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, რომ არ არის მკვდრეთით აღდგომა?”

1 კორინთელთა 15:13 “თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, მაშინ არც ქრისტე აღმდგარა.”

1 კორინთელთა 15:21 “ვინაიდან როგორც კაცის მიერ იქმნა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ – მკვდრეთით აღდგომაც.”

1 კორინთელთა 15:42 “ასევე მკვდართა აღდგომაც: ითესება ხრწნილებით, აღდგება უხრწნელობით.”

ფილიპელთა 3:10 “რათა შევიცნო ისიც, მისი აღდგომის ძალაც და თანაზიარობაც მისი ვნებებისა, ვემსგავსო მის სიკვდილს”

ფილიპელთა 3:11 “და ამრიგად მივწვდე მკვდრეთით აღდგომას.”

2 ტიმოთეს 2:18 “ჭეშმარიტებისგან გამდგარნი რომ ამტკიცებენ, აღდგომა უკვე იყოო, და რწმენას უხშობენ ზოგიერთს.”

ებრაელთა 6:2 “ნათლისღების, ხელდასხმის, მკვდართა აღდგომისა და საუკუნო განკითხვის მოძღვრებას.”

ებრაელთა 11:35 “ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი.”

1 პეტრეს 1:3  “კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის – იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალმოწყალებისამებრ ხელახლა გვშობა ცოცხალი სასოებისთვის, იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იესო ქრისტე.”

1 პეტრეს 3:21  “ეს იყო ხატება ნათლისღებისა, რაც ამჟამად გიხსნით (არა ჭუჭყის ჩამორეცხვა ხორციდან, არამედ წრფელი სინიდისის სწრაფვა ღვთის მიმართ) იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წყალობით,”

გამოცხადება 20:5 “დანარჩენი მკვდრები კი არ გაცოცხლებულან ათასი წლის გასრულებამდე. ეს არის პირველი აღდგომა.”

გამოცხადება 20:6 “ნეტარი და წმიდაა ყველა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილის ხელმწიფება არ ვრცელდება მათზე, არამედ იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი, ვისთან ერთადაც იმეფებენ ათას წელიწადს.”

 

2022-03-28 უკან დაბრუნება