სიბრძნე მემკვიდრეობას სჯობს, და დიდად სარგოა მზის მჭვრეტელთათვის.
ეკლესიასტე 7:11განკაცება იესო ქრისტესი
შობას გილოცავთ!!! რას უკავშირდება შობა? ქრისტეს განკაცებას. განკაცება არის ტერმინი, რომელიც გულისხმობს ღმერთის ხორცშესხმას იესო ნაზარებელში.
განათებები, ნაძვები და ზამთარი. ირგვლივ საშობაო სიმღერები ისმის იმიტომ, რომ შობა მოდის.
შობას გილოცავთ! ბევრი ადამიანი აღნიშნავს შობას იმ გრძნობის, სიხარულისა და იმედის გამო, რომელიც ამ დღესასწაულს მოყვება. თუმცა ეს იმედი საჩუქრებში ღიმილსა თუ საოჯახო შეკრებაში არ არის. ეს იმედი იესო ქრისტეშია, რომელიც ბაგაში დაიბადა. შობის მიზანი არის ის, რომ ვიზეიმოთ ღმერთის ხორცში გამოჩენა დედამიწაზე. რას ნიშნავს ის, რომ ღმერთი გახდა კაცი?
ტერმინი ინკარნაცია საუბრობს იმაზე რომ ღმერთმა ხორცი შეისხა და იესო ნაზარეველად მოგვევლინა. ესაიამ, სულიწმინდით შთაგონებულმა მის მოსვლაზე თქვა: ,,ამიტომ უფალი თვითონ მოგცემთ ნიშანს: აჰა, დაორსულდება ქალწული და შობს ძეს და უწოდებს სახელად - იმანუელს!” (ესაიას 7:14) და მათეს 1:23 მუხლის მიხედვით, ემანუელი ნიშნავს, რომ ,,ჩვენთან არს ღმერთი”. ზოგიერთს პრობლემა აქვს ღმერთის განკაცების იდეასთან. ზოგისთვის გამაონებელი და თავმდაბლურია ფაქტი, რომ ღმერთი სრულყოფილი ზევიდან ამ ცოდვილ დედამიწაზე ჩამოვიდა არა მხოლოდ სასწაულების მოსახდენად არამედ იმისთვისაც, რომ კაცობრიობის ცოდვებისთვის მომკვდარიყო! პავლე ფილიპელთა 2:6-8 მუხლებში იესოზე საუბრისას ამბობს: ,,მან, თუმცა ღვთის ხატება იყო, მისატაცებელ რამედ არ ჩათვალა ღვთის თანასწორად ყოფნა, არამედ წარმოიცარიელა თავი მონის ხატება რომ მიიღო, გახდა რა მსგავსი ადამიანებისა. აღმოჩნდა რა ადამიანის სხეულში, თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა სიკვდილამდე და თანაც ჯვარცმით სიკვდილამდე.” იესო ისევ ღმერთია, ყოველთვის იყო და იქნება კიდეც. იოანეს 1:1 ამბობს: ,,დასაწყისში იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო დასაწყისში ღმერთთან. ყოველივე მისი მეშვეობით შეიქმნა; და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე”. იესო არის სიტყვა, რომელიც ,,გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენში” (იოანეს 1:14). ეს არის ქრისტეს ინკარნაცია.
როდესაც ქრისტეს ინკარნაციის გვჯერა, ანუ სამების მოძღვრებაც გვწამს, რომ მამა, ძე და სულიწმინდა ერთნი არიან. თუმცა ხორცში მოსული ღმერთი წარმოაუდგენლად გასაკვირი იყუ თუნდაც მისი დაბადების ზებუნებრიობის გამო, რომელიც მხოლოდ სულიწმინდის მეშვეობით მოხდა. ქალწულ მარიამთან ანგელოზი მივიდა და უთხრა, რომ ძე შეეძინებოდა (ლუკას 1:29-37). როდესაც მშობიარობის დრო მოვიდა ქალაქში არცერთი თავისუფალი სასტუმრო არ იყო! სიცოცხლის პერიოდშიც კი ქრისტეს მოძღვარის სტატუსი ჰქონდა და არა მეფის. ბევრი ელოდა, რომ მესია როგორ მეფე ისე მოვიდოდა. შესაბამისი შეხვედრა იმ დღეს მოუწყვეს, რომელსაც დღს ბზობის სახელით აღვნიშნავთ (იოანეს 12:12-19), როდესაც წინ პალმის ტოტებს უფენდნენ და შესძახოდნენ: ,,მეფე ისრაელისა!”. თუმდა, ამის შემდეგ არც ისე დიდი ხნის შემდეგ, დაცინვის მიზნით თავზე ეკლის გვირგვინი დაადგეს იმის საფუძველზე რაც პილატეს სწამდა და დააწერინა: ,,იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე” (იოანეს 19:19). ქება ღმერეთს, ისტორია ასე არ სრულდება. მესამე დღეს იესოს მკვდრეთით აღდგომა ინკარნაციის მოწმობაა. პავლე რომის ეკლესიისადმი მიწერილი წერილის დასაწყისში ამბობს: ,პავლე, იესო ქრისტეს მონა, მოწოდებული მოციქული, გამორჩეული ღვთის სახარებისთვის, წინასწარ რომ ჰქონდა აღთქმული თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმიდა წერილებში თავის ძეზე, დავითის თესლისგან რომ იშვა სხეულებრივად, სიწმიდის სულის მეშვეობით მკვდრეთით აღმდგარი, ძალაში რომ იქნა დადგენილი ღვთის ძედ - იესო ქრისტე, ჩვენი უფალი” (რომაელთა 1:1-4). პავლე წერს, რომ აღდგომა არის იმის განაცხადი რომ ქრისტე არის ის ვისაც ამბობდა რომ იყო - ღმერთის ძე. სულიწმინდით შთაგონებულმა ეფესელთა მიმართ წერილში დაამოწმა ძალაძე რომელმაც აღადგინა იგი მკვდრეთით (ეფესელთა 1:15-21). შეგვიძლია რომ ჩავეჭიდოთ ჭეშმარიებას, რომ ქრისტე ხორცშესხმული ღმერთია!
შევხედოთ კიდევ ერთ მონაკვეთს, რომელიც ნათლად გვანახებს ამ კონცეფციას:
კოლასელთა 1:15-18: ,,ვინც არის უხილავი ღვთის ხატება, პირმშო ყოველი ქმნილებისა, ვინაიდან მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცაში და დედამიწაზეა, ხილული და უხილავი, ტახტები და მეფობანი, მმართველობანი და ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის არის შექმნილი. ის არის უწინარეს ყოვლისა და ყოველივე მისით დგას. ის არის თავი სხეულისა, რომელიც ეკლესიაა. ის არის დასაბამი, პირმშო მკვდართაგან, რათა მას ჰქონდეს პირველობა ყველაფერში”.
ქრისტე იყო ღმერთის ხატება ადამიანის ფორმაში! უნდა ვენდოთ მის სიტყვას წმინდა წერილში, რადგან ის იყო, ვისაც ამბობდა რომ იყო. საფლავმა ვერ დააკავა! ის ყველაფერზე მაღლაა! უზენაესია! ყველაფერი მან შექმნა და ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს იესო ქრისტეს მსხვერპლის მეშვეობით, სამყაროს შემოქმედთთან გვქონდეს ურთიერთობა. იოანეს 1:11,12 ამბობს: ,,თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი. მაგრამ, ვინც მიიღო და ირწმუნა მისი სახელი, მათ მისცა ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა”. ქრისტე, ღმერთის სისავსე, მოვიდა შენს გადასარჩენად და შენ შეგიძლია, რომ პირადი ურთიერთობა გქონდეს მასთან. შესანიშნავია. ეს ციმციმა საჩუქრებზე, განათებებზე და საშობაო ნაძვის ხეზე უკეთესია. შობას გამოწვეულ ნებისმიერ გრძნობაზე უკეთესი. იმედი მაქვს, რომ ახლა, როდესაც შობის სეზონზე ფიქრობ (ან შეიძლება შუა ზაფხულიცაა), იფიქრებ ქრისტეს ინკარნაციაზე და თუ რას ნიშნავს ეს შენთვის… გადარჩენა, იმიტომ, რომ სამყაროს ღმერთმა, მისი უსაზღვრო სიყვარულის გამო, გამონახა გზა ჩვენი გადარჩენისა!!!
2022-03-29 უკან დაბრუნება