ცხონება

გადარჩენა (ცხონება) გულისხმობს, რომ არსებობს მოსალოდნელი საფრთხე, რომელიც მოითხოვს სხვისგან დახმარებას. სიტყვა ხსნა ბიბლიაში სწორედ ამ ტიპისაა და უკავშირდება თეოლოგიურ დისციპლინას სახელად სოტერიოლოგია. ჩვენი, ადამიანების, მდგომარეობა უიმედოა!

როდესაც მასწავლებელი შეკითხვას გისმევს, რომლის პასუხიც არ იცი, და ამ დროს ზარი ირეკება, შეიძლება ითქვას, რომ ,,ზარმა გადაგარჩინა”. როდესაც ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოასწარი ამბობ, რომ სიკვდილს გადაურჩი. მაგრამ რას ნიშნვს ხსნა? იმისთვის  გადავრჩით, რომ ცოტახანს კიდევ ვიცხოვროთ? სიკვდილის შემდეგაც შესაძლებელია გადარჩენის მიღება?

გადარჩენა ლოგიკურად გულისხმობს, რომ არსებობს მოსალოდნელი საფრთხე, რომელიც მოითხოვს სხვისგან დახმარებას. სიტყვა ხსნა ბიბლიაში სწორედ ამ ტიპისაა და უკავშირდება თეოლოგიურ დისციპლინას სახელად სოტერიოლოგია (მოძღვრება ხსნის/გადარჩენის შესახებ). ჩვენი, ადამიანების, მდგომარეობა უიმედოა

ყოველი ადამიანი, რომელიც ამ სამყაროში იბადება, დაკავშირებულია ადამთან და ევასთან. ისინი ყოველი დაბადებული ადამიანის წინაპრები არიან და ჩვენ მათი ცოდვილი ბუნების თანაზიარნი ვართ - სამართლია

ნობისგან ჩამოშორებულნი, გახრწნილნი და ცოდვისკენ მიდრეკილნი. ჩვენი ხორციელი, დაცემული ბუნება გამოდმებულ ბრძოლაშია ღვთიურ ბუნებასთან; ამიტომ ყოველი ადამიანი, რომელიც ამ სამყაროში იბადება იმსახურებს უფლის რისხვასა და სულის მსჯავრდადებას. ამ სიტუაციის გამო, რომელშიც ვიმყოფებით, გვჭირდება მხსნელი. უფლის ხასიათიდან ვიგებთ, რომ ის სამართლიანი მოსამართლეა, თუმცა, ამავდროულად, კეთილია და სიყვარულით სავსე. თუმცა ეს თვისებები თითქოს ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდისერთმანეთს მაინც არ ეწინააღმდეგება. ღმერთი ამას იმ ჯარიმის გადახდით აჩვენებს, რომელიც თავად ვერ გადავიხადეთ, რომ გავქცეოდით სამართლიან განაჩენს, რომელსაც ვიმსახურებთ ჩვენი ცოდვების გამო. საზღაური გადაიხადა მისმა ძემ, რომელიც მოვიდა როგორც ღმერთი სხეულში, მოკვდა ჯვარზე, როგორც გამოსასყიდი, ჩვენ მაგივრად. თუმცა იესო საფლავში არ დარჩენილა. მესამე დღეს ის აღსდგა! 1 კორინთელთა 15:17 ამბობს: ,,ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, თქვენი რწმენა ფუჭი ყოფილა და კვლავ თქვენს ცოდვებში ხართ.” აღდგომა კეთილი უწყების მნიშვნელოვანი ნაწილია. ამის გარეშე არ გვექნებოდა სიცოცხლე ქრისტეში. ეს არის ხსნის ბიბლიური განმარტება

მორწმუნეებითვის ,,გადარჩენათუ ,,ხსნანიშნავს განთავისუფლებას ადამიანის დაცემის შედეგებისგან, რასაც იესო ქრისტეს რწმენით ვაღწევთ. ახალ აღთქმაში იესო ქრისტეს ეწოდება ,,საუკუნო ხსნის მიზეზი, რომელიც შეიქმნა ყველა მისი მორჩილისთვის” (ებრაელთა 5:9). წერილი გვასწავლის, რომ ამ ურთიერთობაში ქრისტესთან რწმენის მეშვეობით შევდივართ და განვიცდით ხსნას სამ დროში

წარსულში: პატიების მეშვეობით წარსული ცოდვების საზღაურისგან თავისუფლები ვართ

აწმყოში: ცოდვის ძალისაგან განთავისუფლებით გვიხსნა ჩვენი აწმყოს ცოდვების საზღაურისგან

მომავალში: უფალი გამოგვიხსნის ცოდვის გარემოსგან მომავალში, ანუ როდესაც ზეცაში მარადიულად უფლის თანდასწრებაში ვიქნებით, იქ ცოდვა არ იარსებებს

ზოგიერთი სიტყვა ბიბლიაში, რომლებიც ასოცირდება ხსნასთან, მოიცავს: გამოხსნას, განთავისუფლებას, პატიებას, გამოსყიდვას, აღდგენას, გაქცევას, გადარჩენას.

ზოგიერთი სიტყვა, რომელიც გადარჩენის ანტონიმად მიიჩნევა, მოიცავს: განადგურებას, წყევლას, მსჯავრდადებას, განწირულობას, დაკარგვას და გაფლანგვას.

ახალ აღთქმაში ერთადერთი ტერმინი გადარჩენის აღსანიშნად არის სიტყვა ,,სოტერია” (soteria), რომელიც 45-ჯერ არის გამოყენებული და რომელიც ნიშნავს ,,უსაფრთხოებას”, ,,გადარჩენასან ,,გამოხსნას”. ყოველ ჯერზე, როცა ახალ აღთქმაში ნახსენებია ეს სიტყვა, დაკავშირებულია ღმერთთან ან/და იესოსთან. სიტყვა ძველ აღთქმაში 117-ჯერ არის გამოყენებული და შედარებულია გამოსასყიდის ცნებას. გამოსასყიდის ცნება კი მიუთითებს იესოს მეშვეობით გადარჩენაზე. ძველ აღთქმაში ხალხს თავიანთი ცოდვების გამოსყიდვისთვის თუ ფასის გადახდისთვის ცხოველის მსხვერპლშეწირვა სჭირდებოდათ. ლევიანების 17:11 ამბობს: ,,რადგან სისხლშია ხორციელის სიცოცხლე; და სამსხვერპლოსთვის მოგეცით ის, თქვენი სიცოცხლის გამოსასყიდად, რადგან სისხლია, სიცოცხლეს რომ გამოისყიდის”. Blue Letter Bible-ის მიხედვით, სიტყვა გამოსასყიდი არის ებრაული სიტყვა კაპარ (kapar). ზოგადი მნიშვნელობით ეს სიტყვა ნიშნავს დაფარვას ან შერიგებას. ამიტომ, ისრაელიანებს კარავთან, ან, მოგვიანებით, ტაძართან ცხოველი მიჰქონდათ იმ მიზნით, რომ უმწიკვლო, უნაკლო ცხოველ(ებ)ის სისხლი მათ ცოდვებს დაფარავდა. რატომ მაინც და მაინც სისხლის დაღვრა? ებრაელთა 9:2 მიხედვით, ,,სისხლის დაღვრის გარეშე არ ხდება მიტევება”. ძველ აღთქმაში ეს გამოსასყიდი მიუთითებდა საბოლოო მსხვერპლზე, რომელიც არის ქრისტე. ეს იყო სრულყოფილი, უმწიკვლო კრავი, რომლის სისხლმაც დაფარა ჩვენი ცოდვები. ახალი აღთქმა (NKJV)  სიტყვა გამოსასყიდს აღარ იყენებს, რადგან ქრისტეს სისხლმა უკცე დაფარა ჩვენი ცოდვები და შეგვარიგა ღმერთთან. ქრისტე გვთავაზობს გადარჩენას! ,,რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით, ცოდვების მიტევება მისივე მადლის სიმდიდრით” (ეფესელთა 1:7).

ამიტომ შეკითხვა ასეთია: როგორ შეგიძლია მიიღო გადარჩენა? მოდით, ბიბლიიდან რამდენიმე მუხლი ვნახოთ

1 კორინთელთა 15:3,4: ,,რადგან, პირველ რიგში, გადმოგეცით ის, რაც თვითონ მივიღე, რომ ქრისტე წერილების თანახმად მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის, დაიკრძალა და, წერილებისავე თანახმად, აღდგა მესამე დღეს.”

რომაელთა 10:9-11: ,,იმიტომ, რომ თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი, გადარჩები. ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად. რადგან ამბობს წერილი: "ყოველი მისი მორწმუნე არ შერცხვება”.

გადარჩენა კეთილი საქმეებით არ ხდება (ეფესელთა 2:8), არამედ იმის რწმენით, რაც იესო ქრისტემ ჩვენთვის გააკეთა. თავად ღმერთი მოვიდა სხეულში, რომ მომკვდარიყო ჩვენი ცოდვებისთვის და აღსდგა მკვდრეთით. თუ გინდა პირადი ურთიერთობა იესოსთან, მას შეუძლია და სურვილი აქვს, რომ გაპატიოს ცოდვები და მიგიღოს მის ოჯახში

გამოცხადების 19:1: ,,ამის შემდეგ გავიგონე ცაში დიდი ხმა, როგორც დიდძალი ხალხისა, რომელიც ამბობდა: "ალილუია! ხსნა, დიდება და ძალა ჩვენი ღმერთისაა!“

 

 

2022-04-08 უკან დაბრუნება