ბიბლია

ორი აღთქმა. 66 წიგნი. 783,137-ზე მეტი სიტყვა. 3,116,480 ასო. ეს ასოები, კონკრეტული მიზნით შეერთებულნი, ქმნიან ბიბლიას - ქრისტიანების წმინდა წერილს. წიგნი შედგება 66 ღვთივსულიერი და კანონიკური წიგნისაგან, რომლებიც დაყოფილია ძველი და ახალი აღთქმის ნაწილებად. ძველი აღთქმა შედგება 39 წიგნისაგან, ხოლო ახალი აღთქმა 27 წიგნისაგან. ქრისტიანი მორწმუნე ამ წიგნებს აღიარებს, როგორც ღმერთისგან შთაგონებულს, უდიდეს ავტორიტეტსა და შეუცდომელს.

ბიბლია შედგება რამდენიმე ჟანრის წიგნისგან: რჯული, ისტორია, წინასწარმეტყველები, პოეზია, სახარებები, ეპისტოლეები და აპოკალიფსი. შესაძლებელია ბიბლიის ამგვარი დაყოფა:

  • 17 ისტორიული წიგნი ძველ აღთქმაში
  • 1 ისტორიული წიგნი ახალ აღთქმაში
  • 5 პოეტური წიგნი
  • 5 დიდი და 12 მცირე წინასწარმეტყველის წიგნი- ,,დიდი" და ,,მცირე" მიუთითებს მხოლოდ წიგნის მოცულობაზე და არა შინაარსზე.
    • (აგრეთვე, 66-ვე წიგნი მიჩნეულია წინასწარმეტყველურად)
  • 4 სახარება
  • 21 ეპისტოლე
  • 1 აპოკალიფსი

ძველი აღთქმის სრულად შედგენას1000 წელი დასჭირდა. მისი კანონიკურად გამოცხადების შემდეგ, 1,800 ენაზე გადაითარგმნა, რომ ადამიანებმა შეძლონ წაკითხვა თუ მოსმენა. ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდურ, ასევე ონლაინ ფორმატში. დაფიქრდით ეკლესიისა და ბიბლიის სხვა ვერსიებზე, რომლებიც არსებობს. ადამიანებს აქვთ უფასო წვდომა აპლიკაციის სახით არსებულ ბიბლიაზე! შეუძლით ყველგან თან ატარონ, და არა მხოლოდ ეკლესიაში. YouVersion-მა, ბიბლიის ყველაზე ჩამოტვირთვადმა აპლიკაციამ, 2021 წლის ნოემბერში იზეიმა ფაქტი, რომ აპლიკაციას 500 მილიონი ჩამომტვირთველი ჰყავს! მათი 2021 წლის სტატისტიკის მიხედვით, ბიბლიის თავები 55.8 მილიარდჯერ წაიკითხეს, 8.2 მილიარდჯერ მოისმინეს აუდიო ბიბლიის მეშვეობით და 2.4 მილიარდჯერ გამოიყენეს შენიშვნების ჩაწერის ფუნქცია. ნირ იალმა YouVersion-ის შესახებ დაწერილ სტატიაში ახსენა, რომ ყოველ წუთში შესაძლებელია, 66,000 ადამიანზე მეტი იყენებდეს ბიბლიის აპლიკაციას!

,,YouVersion-ის 2021 წლის მუხლი" იყო მათეს 6:33: ,,თქვენ კი უწინარეს ყოვლისა ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე ეძიეთ, ხოლო ყოველივე ეს შეგემატებათ." 

წერილის ეს კონკრეტული მონაკვეთი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ არ ვიღელვოთ. ღმერთმა იცის ჩვენი საჭიროებები და რა არის უმჯობესი ჩვენთვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ, როცა ვითხოვთ, ახალ მანქანას მივიღებთ. თუკი უწინარეს ყოვლისა უფალს ვეძებთ, უწინარეს ყველა ამქვეყნიური რამისა, ვიწყებთ მის მსგავსად ფიქრს და ის თავის სურვილებს დებს ჩვენში შესაბამის დროს. უნდა მივეჩვიოთ, რომ გვინდოდეს და ვითხოვდეთ იმას, რაც მისი ნებაა და არა ის, რაც ჩვენ ხორცს სურს. თუ დრო გექნებათ, წაიკითხეთ მათეს სახარების 6:25-34 მუხლები, რათა უფრო ღრმად გაიაზროთ ეს მუხლი!

გთავაზობთ წერილის მოკლე დაყოფას. ძველი აღთქმა შედგება 39 წიგნისგან, 929 თავისგან და 23,145 მუხლისგან. ახალი აღთქმა კი შედგება 27 წიგნისგან, 260 თავისგან და 7,957 მუხლისგან. ჯამში ბიბლიაში გვაქვს 1,189 თავი და 31,102 მუხლი. ვინმემ შესაძლოა იკითხოს, ბიბლია ყოველთვის იყო თუ არა თავებად და მუხლებად დაყოფილი. არა. ეს მოგიანებით მოხდა, მაგრამ ამ დაყოფით ბიბლიის ლეგიტიმურობას არც არაფერი აკლდება და არც ემატება. თავებად 1238 წელს დაყო კარდინალმა ჰუგო დე . კარომ და მუხლებად დაყოფა განხორციელდა 1551 წელს რობერტუს სტეფანუსის მიერ

თუ ყავის დალევა მოგინდებათ და თავისუფალი დროც გექნებათ, შეგიძლიათ აიღოთ ფსალმუნები, ბიბლის ყველაზე მოცულობითი წიგნი, რომელიც 150 თავისგან/ფსალმუნისგან შედგება. ზოგიერთი მათგანი გოდებაა, ზოგი კი - სიხარულისა და ქების გამოსხივება. ბიბლიის შუაში არის 117 (ზოგ თარგმანში 116) ფსალმუნი, რომელიც მადლიერების ფსალმუნია და ყველაზე მოკლე, რამდენიმე სიტყვიანია. ღველაზე დიდი ფსალმუნი 119- ((ზოგ თარგმანში 118) 176 მუხლი) და ყველაზე დიდი მუხლი კი ესთერის 8:9 (დაახ. 78 სიტყვა). ბიბლიის ყველაზე პატარა წიგნია იოანეს მე-3 წერილი, ხოლო ყველაზე პატარა მუხლი - იოანეს 11:35 (,,აცრემლდა იესო”).

8,000-ზე მეტი წინასწარმეტყველებისგან შემდგარი ბიბლია არის წიგნი, რომელიც საუბრობს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. ბევრი მათგანი ასრულდა, ბევრი კი მომავალში აღსრულდება. ბევრი ფიქრობს არის თუ არა ბიბლის მეცნიერული წიგნი. შესაძლებელია, რომ მეცნიერება და ბიბლია ერთად განვიხილოთ? დიახ! მოდით, გავიხსენოთ ისააკ ნიუტონი, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მეცნიერად მიიჩნევა. მისი უდიდესი გატაცება იყო ბიბლია! მან რელიგიაზე უფრო მეტი დაწერა, ვიდრე მეცნიერებასა და მათემატიკაზე. გარდა ამისა, ბიბლია მანამდე საუბრობდა იმაზე, რომ დედამიწა მრგვალი იყო, სანამ ამას მეცნიერება აღმოაჩენდა. ბიბლია იმასაც ამბობდა, რომ ყოველი ვარსკვლავი უნიკალურია, როცა ტელესკოპი გამოგონებულიც არ იყო. ბიბლია გვთავაზობს ახსნას თუ ვინ ვართ, რატომ ვართ და როგორ მოვხვდით აქ. წერილი ეხება პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ საკითხებს, ცოდვას, გადარჩენას, მიზანსეს არის წერილი უფლისგან. შეუცდომელი წერილი, რომელიც დაიწერა, რათა წავიკითხოთ და შეგვცვალოს. 2 ტიმოთეს 3:16,17 მუხლები ამბობს: ,,მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში. რათა მზად იყოს ღვთის კაცი და აღჭურვილი ყოველი კეთილი საქმისთვის.” 

ყოველივე ამის შემდეგ, გიტოვებთ ბიბლიის ბოლო სიტყვას

 

ამინ.

2022-05-27 უკან დაბრუნება