სიბრძნე მემკვიდრეობას სჯობს, და დიდად სარგოა მზის მჭვრეტელთათვის.
ეკლესიასტე 7:11სამება
სამება შემდეგნაირად შეიძლება განიმარტოს: ღმერთი ერთია, თუმცა სამპიროვანი. ღმერთი მუდმივად არსებობს როგორც სამი პიროვნება, ანუ ვლინდება სამ პიროვნებაში: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი. ეს სამივე პიროვნება ერთი ღმერთია, ერთმანეთთან მიმართებაში თანაბარი და მუდმივნი. სამების თემა ღრმა არის და ჩაქსოვილია მთელ ბიბლიაში.
ბიბლიის ასპექტი, რომელსაც შეუძლია ადამიანი გააკვირვოს, არის სამების მოძღვრება. კი, მაგრამ ქრისტიანები ერთ ღმერთს სცემენ თაყვანს თუ სამს? ბიბლია ხშირად მიგვითითებს სამების ცნებაზე (თუმცა სიტყვა სამებას არ იყენებს). სამება შემდეგნაირად შეიძლება განიმარტოს: ღმერთი ერთია, თუმცა სამპიროვანი. ღმერთი მუდმივად არსებობს როგორც სამი პიროვნება, ანუ ვლინდება სამ პიროვნებაში: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი. ეს სამივე პიროვნება ერთი ღმერთია, ერთმანეთთან მიმართებაში თანაბარნი და მუდმივნი. ხომ საოცარია?
სამებას ბიბლისს დასაწყისშივე, დაბადების 1-ლი თავის 26-ე მუხლში, ვხვდებით: ,,თქვა ღმერთმა: "შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად”. მრავლობითი ნაცვალსახელი გვიჩვენებს, რომ მხოლოდ მამა ღმერთი არ იყო სამყაროს შექმნის პროცესში ჩართული. იოანემ დაადასტურა, როდესაც სულიწმინდის შთაგონებით დაწერა: ,,დასაწყისში იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი”. სიტყვა არის იესო ქრისტე. დაბადების 1:2-ში ვხედავთ, რომ სული ღვთისა იძვროდა წყლის ზედაპირზე. ეს ყველაფერი მამა ღმერთის, ძე ღმერთისა და სულიწმინდა ღმერთის ერთობაზე ლაპარაკობს დაბადების პირველივე თავიდან ახალი აღთქმის გავლით. სამების ერთობას ასევე ვხედავთ იესოს ნათლობისას მათეს სახარების 3:16,17 მუხლებში: ,,მოინათლა რა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი და იხილა მან სული ღმერთისა, მტრედივით ჩამომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. და აჰა, ხმა ციდან მეტყველი: "ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე”. იესო ნამდვილად სულიწმინდით იყო სავსე, მაგრამ ამავდროულად იგი ადამიანის სხეულში მოსული უფალი იყო. არავის, გარდა სხეულში მოსული ღმერთისა, არ შეეძლო ჩვენი ცოდვებისგან გადავერჩინეთ, რადგან მხოლოდ ის იყო უცოდველი, ვისაც ცოდვა არ ჰქონია. სამების სამივე პირის თანასწორობას მთელ წერილში ვხედავთ. თანასწორობა, რომელშიც ვგულისხმობთ იმავე სტატუსს, მადლის სიუხვეს, წყალობას, სამართალს, აუცილებლობას და იმავე ბუნებას. ეს ყველაფერი გაერთიანებულია და ერთმანეთთან სრულ თანხმობაში მოქმედებენ.
ვნახოთ ბიბლიიდან მუხლები, რომლებიც სამებაზე და სამივე ჰიპოსტაზის თანასწორობაზე საუბრობს.
1 იოანეს 5:7 მუხლიში ვხედავთ, რომ სამების სამივე პირი მოწმობს ერთმანეთზე: ,,რადგან სამნი მოწმობენ ცაში - მამა, სიტყვა და სულიწმიდა, და ეს სამი ერთია”. მისი დედამიწაზე მსახურებისას იესო, ანუ სიტყვა, საუბრობდა, რომ ჰყავდა მოწმეები. სასამართლო დარბაზში აუცლებელია ორი მოწმე, ნათქვამის ჭეშმარიტება რომ დაამოწმონ. იესო რელიგიურ ლიდერებს ეუბნება და ამბობს: ,,მე ჩემს თავზე ვამოწმებ და ჩემზევე ამოწმებს მამა, რომელმაც მომავლინა.” (იონეს 8:18). შემდეგ კი მოგვიანებით იოანეს 15:26 მუხლში იესო ამბობს, რომ, როცა მოვა ნუგეშისმცემელი, ის დაამოწმებს ჩემზეო. მამა, ძე და სულიწმინდა ერთმანეთის ჭეშმარიტებას მოწმობენ. იოანეს მე-8 თავს რომ დავუბრუნდეთ, იესო ამბობს, რომ მამას არ მიუტოვებია (იოანეს 8:29) და სწორად დაადანაშაულა რელიგიური ლიდერები, რომ ისინი არ იცნობენ ღმერთს, რადგან ვერ იცნეს იესო, რომელიც მამისგან იყო მოვლენილი. იესო ზუსტად იმ სახელს იყენებს, რომელიც ღმერთმა გამოიყენა მოსესთან საუბრისას გამოსვლის მე-3 თავში. ,,ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სანამ აბრაჰამი იქნებოდა, მე ვარ” - ამბობს იესო იოანეს 8:58 მუხლში. ღმერთთან ამ ერთიანობის მტკიცების გამო, რელიგიური წინამძღოლები მის მოკვლას ცდილობდნენ. როდესაც იესოსთვის განაჩენი გამოჰქონდათ, ფარისეველებმა თქვეს, რომ არ სჭირდებოდათ სხვა მოწმე, რადგან თავად იესოს სიტყვებიც საკმარისი იყო, როდესაც ამბობდა, რომ მამის მარჯვნის მჯდომარესა და ,,ცის ღრუბლებზე მომავალს” ვიხილავდით (მარკოზის 14:62). იესო ირწმუნებოდა, რომ ის იყო, ვისაც ამბობდა, რომ იყო და ეს დაამტკიცა კიდეც თავისი სიტყვებით, რომელთაც ვერავინ ეწინააღმდეგებოდა, თავისი სასწაულებით და, საბოლოოდ, მისი სიკვდილითა და აღდგომით. რომაელი ასისთავიც კი ატირდა და ჯვართან თქვა, რომ ,,ჭეშმარიტად ღვთის ძე იყო ეს კაცი” (მარკოზის 15:39).
იესოსა და მამა ღმერთის ერთობა დავინახეთ, მაგრამ რა ადგილი აქვს ამაში სულიწმინდას?
ვნახოთ იოანეს 14-17. არაჩვეულებრივი მონაკვეთი ახალი აღთქმიდან, რომელიც შესანიშნავად აღწერს და საუბრობს სამების როლსა და გზებზე. ქრისტე დედამიწაზეა და მოწაფეებს ელაპარაკება მის სიკვდილსა და აღდგომაზე. ეუბნება, რომ იმას ლაპარაკობს, რასაც მამა ეუბნება რომ თქვას და ამბობს, რომ ყველაფერი, რაც მამისაა, თავისია. თუმცა იგი საუბრობს წასვლაზე, მოწაფეებს არ ესმით თუ რას გულისხმობს. დაპირება სულიწმინდის შესახებ, რაღაც დროით გაუგებარი იყო მათთვის. მოგვიანებით მოციქულები გაიგებენ, რას გულისხმობდა იესო, როდესაც თქვა: ,,ახლა კვლავ ვტოვებ წუთისოფელს და მამასთან მივდივარ“ (იოანეს 16:28). ის მარტო არ დაგვტოვებდა.
გადარჩენა მთლიანად ღმერთთან ურთიერთობას ეხება. როცა ედემის ბაღში ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთობა დაირღვა, ცოდვა და სიკვდილი ჩვენი სამყაროს ნაწილი გახდა და ყოველი ადამიანი ცოდვილი იბადება. მიუხედავად ამისა, ღმერთმა თავის ერს, ისრაელიანებს, მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა მისცა მღვდლებისა და მსხვერპლის მეშვეობით. ჯერ ღმერთი კარვის წმინდათა წმინდაიში დამკვიდრდა, მოგვიანებით კი - ტაძარში. გამოსვლის 40:34 - ,,დაფარა ღრუბელმა საკრებულო კარავი და უფლის დიდებამ აავსო სავანე”. 2 ნეშტთა 5:14 - ,,ვეღარ შეძლეს მღვდლებმა მსახურებისთვის დგომა ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებამ აღავსო ღვთის სახლი”. მათ იცოდნენ ღმერთის თანდასწრება, მაგრამ ღმერთი ფიზიკურად არ მკვიდრობდა მათ შორის. მოსეს უფლის სახის ხილვის ნებართვაც არ მიეცა (გამოსვლის 33თ.), თუმცა იმდენად კაშკაშა იყო უფლის დიდება, რომ მთიდან ჩამოსული მოსეს სახე მთლიანად ბრწყინავდა (გამოსვლის 34თ.). შემდეგ… მოვიდა ის, ვისაც ელოდებოდნენ და ვისზეც წინასწარმეტყველებდნენ წინასწარმეტყველნი. იესო - ხორცშესხმული ღმერთი, მოვიდა მიწაზე. მოწაფეები ფიზიკურად ეხებოდნენ ღმერთს. უფლის სული იყო იესოზე (ესაიას 11:12, მათეს 3:16) და, როდესაც ზეცად ამაღლდა, სულიწმინდა გამოგზავნა, რომელიც ჩვენში მკვიდრობს. სულიწმინდა უფლის თანდასწრებაა, რომელიც ყველა მორწმუნეს გადარჩენასთან ერთად ეძლევა, რათა დამკვიდრდეს მასში. ეს არის უფლის თანდასწრება, რომელიც ინდივიდუალურად ყველასთვის ხელმისაწვდომია! რა მშვენიერია! მთელ წერილში შეგვიძლია დავინახოთ სამების მიზანმიმართული მოქმედება.
წერილი ხაზს უსვამს, რომ სამების თითოეული პირი არის: ყველგანმყოფელი, ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე. მოდით, დავაკვირდეთ სამების თითოეულ პირს, მათი ხასიათის შემადგენელ ატრიბუტებს და სახელებს, რომლებიც წერილის სხვადასხვა ადგილებშა გამოყენებული.
მამა ღმერთი
აბბა, მამა. ღმერთი თავისი შვილების კეთილი და ერთგული მამაა. ის არის მთელი სინათლის მამა (1 იოანეს 1:5; იაკობის 1:13-18), თუმცა თავის რისხვას ღვრის. მან თავისი ძე, იესო, გამოგზავნა, რომ ჩვენ მაგივრად მომკვდარიყო ჯვარზე ჩვენივე ცოდვების გამო (რომაელთა 3:25; ესაიას 53:10), რათა გვქონოდა ურთიერთობა ღმერთთან ქრისტეს მეშვეობით. მის ოჯახში მიგვიღო, გვიშვილა (რომაელთა 8:15) და სული მოწმობს, რომ ჩვენ მისი ძეები და ასულები ვართ (რომაელთა 8:16).
მამა ღმერთი ყველგანმყოფელია. ,,განა მხოლოდ ახლოდან ვარ ღმერთი? ამბობს უფალი, ნუთუ შორიდან ღმერთი არა ვარ? ... განა ცა და ქვეყანა ჩემით არ არის სავსე? ამბობს უფალი.” (იერემიას 23:23,24) .
მამა ღმერთი ყოვლისშემძლეა. იერემია აცხადებს: ,,ოჰ, უფალო ღმერთო! აჰა, შენ შექმენი ცანი და დედამიწა შენი დიდი ძალითა და გაწვდილი მკლავით, შეუძლებელი არაფერია შენთვის!“.
მამა ღმერთი ყოვლისმცოდნეა. ფსალმუნი 147:5 ამბობს: ,,დიადია უფალი და ძლევამოსილი, გონიერება მისი განუზომელია”.
ვნახოთ ღმერთის რამდენიმე სახელი, რომლებსაც ვხედავთ წერილში: შემძლე, ყოვლისშემძლე ღმერთი, უფალი, ძალა, იაჰვე, მე ვარ, აბრაამის, ისააკის და იაკობის ღმერთი, ჩვენი ხსნის კლდე, თავშესაფარი, ხვედრი, უზენაესი, იაჰვე-ნისი, ცაბაოთ უფალი, მწყემსი, ღმეღთი ჩვენ ძალა, სამართლიანი მოსამართლე, აბბა მამაო…
ძე ღმერთი
იესო. ყველაფერი იესოზე მიუთითებს. ძველ აღთქმაში რჯული ამბობდა, რომ მოვიდოდა ის, ვინც აღასრულებდა მთელ რჯულს, რომლის აღსრულებაც ჩვენ არ შეგვეძლო (მათეს 5:17). წინასწარმეტყველები საუბრობდნენ მესიას მოსვლაზე. ათასობით წინასწარმეტყველება არსებობს მის დედამიწაზე მოსვლასთან დაკავშირებით. ესაიას 53-ე თავი მიუთითებს ტანჯულ მსახურზე, რომელიც არის ქრისტე. დედამიწაზე ქრისტე ყოველთვის ემორჩილებოდა მამის ნებას, სიკვდილის საკითხშიც კი (მათეს 26:36-39), ყოველთვის იმას ამბობდა, რასაც მამა ეუბნებოდა, რომ ეთქვა (იოანეს 12:49). როდესაც მისი წასვლის ჟამო მოვიდა, ჯვარზე მოკვდა ქვეყნიერების ცოდვებისათვის და მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა. ეს აღსრულებული წინასწარმეტყველებაა, რომელიც ოთხივე სახარებაში - მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე, - შეგვიძლია წავიკითხოთ. მას შემდეგ, რაც ქრისტე მოკვდა და აღდგა, 5000-ზე მეტ ადამიანს ეჩვენა ( 1 კორინთელთა 15:3-8). ახლა იესო მამის მარჯვნივ ზის (მარკოზის 16:19). სასიხარულო ის არის, რომ იესო კვლავ დაბრუნდება!
ძე ყველგანმყოფელია. იესომ მათეს 18:20 მუხლში თქვა: ,,ვინაიდან, სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ, მათ შორის”.
ძე ყოვლისშემძლეა. კოლასელთა 1:17 ამბობს, რომ ,,ის არის უწინარეს ყოვლისა და ყოველივე მისით დგას”.
ძე ყოვლისმცოდნეა. იესოს ნათქვამის საპასუხოდ, ერთ-ერთმა მოწაფემ წამოიძახა: ,,ახლა ვიცით, რომ ყველაფერი იცი. და მანამდე იცი, სანამ გკითხავენ რამეს. ამის გამო გვწამს, რომ ღმერთისგან გამოხვედი” (იოანეს 16:30).
ვნახოთ ძის რამდენიმე სახელი, რომელსაც ვხედავთ წერილში: ღმერთის ძე, კაცის ძე, მესია, მოძღვარი, რაბი, ქვაკუთხედი, ცოცხალი ქვა, გზა, ჭეშმარიტება, სიცოცხლე, მეფეთა მეფე და უფალთა უფალი, ღმერთის კრავი, წმინდა, მღვდელთმთავარი, ლომი იუდას ტომიდან, მარცვალი, ვაზი, ცხებული, ალფა და ომეგა, პირველი და უკანასკნელი, დასაწყისი და დასასრული; აღდგომა და სიცოცხლე, ისრაელის მწყემსი, გამომსყიდველი…
სულიწმინდა ღმერთი
სულიწმინდა. მან შთააგონა ავტორები, რომ უფლის სიტყვა ფურცელზე დაეწერათ (2 ტიმოთეს 3:16, 17 და სხვა ადგილებიც, რომლებშიც წერია, რომ სულიწმინდამ უთხრა მათ). ბიბლიის მეორე მუხლში მოხსენიებულია სულიწმინდა: ,,მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და ღმერთის სული იძვროდა წყლებს ზემოთ” (დაბადების 1:2). მთელი წერილის განმავლობაში ვხედავთ, რომ სულიწმინდა სახლობდა ადმაიანებში კონკრეტული მიზნით. 2 სამუელის 23:2 მუხლში სულიწმინდა საუბრობს დავითიდან. ეზეკიელის 2:2 მუხლში სულმა გაამხნევა ეზეკიელი. ეზეკიელის 3:24 მუხლში სულიწმინდა შედის ეზეკიელში და ეუბნება რა თქვას და რა გააკეთოს. მსაჯულთა 6:34-ში უფლის სული გადმოდის გედეონზე, ხოლო მსაჯულთა 13:25-ში უფლის სული გადადის სამსონზე. გარდა ამისა, იესომ თავის სიკვდილამდე იწინასწარმეტყველა სულიწმინდის მოსვლაზე და თქვა: ,,ხოლო ნუგეშისმცემელი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, გასწავლით და გაგახსენებთ ყველაფერს, რაც თქვენთვის მითქვამს” (იოანეს 14:26). ახლა, სულიწმინდა გამუდმებით მკვიდრობს მორწმუნეებში (2 კორინთელთა 1:22, ეფესელთა 1:14) და სულიერ ნიჭებს გვაძლევს (1 კორინთელთა 12:1-11, ეფესელთა 4:7-16, რომაელთა 12:3-8). იგი გვაძლევს სიბძნესა და ცოდნას (ეფესელთა 1:17). კომფორტი მოქვს. ჭეშმარიტებაში მიგვიძღვება (იოანეს 16:13). სულიწმინდა შუამდგომლობს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იცნობენ იესოს (რომაელთა 8:26, 27). მორწმუნეები მოწოდებულები არიან, რომ იცხოვრონ სულის საამებლად და არა ხორცის საამებლად (რომაელთა 8:4).
სულიწმინდა ყველგანმყოფელია. მისი ყველგანმყოფელობა ჩანს 139-ე ფსალმუნში. 7-10 მუხლებში ავტორი კითხულობს: ,,სად წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი? ზეცაში ავიდე - იქ ხარ, ქვესკნელში ჩავიდე - იქაც ხარ! ფრთებიც რომ გამოვისხა განთიადისა, დავსახლდე ზღვის კიდეზე - იქაც შენი ხელი წამიძღვება და შენი მარჯვენა დამიჭერს”.
სულიწმინდა ყოვლისშემძლეა. როდესაც მარიამს ანგელოზი გამოცხადა, უთხრა: ,,სულიწმიდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა დაგჩრდილავს; ამიტომაც იწოდება ღმერთის ძედ წმიდად შობილი” (ლუკას 1:35).
სულიწმინდა ყოვლისმცოდნეა. იესომ მასზე თქვა, რომ ,,ის გასწავლით ყველაფერს” და ,,შეგიძღვებათ ყოველგვარ ჭეშმარიტებაში” (იოანეს 14:26; იოანეს 16:12, 13).
ვნახოთ სულიწმინდის რამდენიმე სახელი, რომელსაც ვხედავთ წერილში: მრჩეველი, ნუგეშისმცემელი და შემწე, უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და ძლიერებისა, სული ცოდნისა და უფლის მოშიშებისა (ესაიას 11:2).
ერთი, მაგრამ სამპიროვანი ღმერთის რწმენა ბიბლიური და გადარჩენისთვის აუცილებელია. იესომ თქვა, რომ ,,ვისაც ჩემი სწამს, ჩემი კი არ სწამს, არამედ იმისი, ვინც მე მომავლინა” (იოანეს 12:44). რთულია, ჩასწვდე სამების ცნებას, თუმცა წერილი მის ჭეშმარიტებაზე მოწმობს. გახსოვდეს, თუ ხელახლა შობილი მორწმუნე ხარ, ან თუნდაც არ ხარ, არ არის საჭირო ყველაფერი გვესმოდეს. ჩვენი წარმავალი გონება ისეა მოწყობილი, რომ გამუდმებით სწავლობს, აღმოაჩენს, იკვლევს, აშენებს და ქმნის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იმისთვის არ შევქმნილვართ, რომ ყველაფერი გვესმოდეს და ვიგებდეთ. ფაქტი, რომ არ შეგვიძლია გაგება, ნიშნავს, რომ გვჭირდება ვინმე უფრო დიდი, ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე. ღმერთმა ყველაფერი იცის. ზოგჯერ ესეც საკმარისია.
2022-03-31 უკან დაბრუნება