ბიბლიის უწყება

ბიბლია უნიკალურია და მიუხედავად იმისა, რომ 1400 წლის განმავლობაში სხვა და სხვა კონტინენტზე სხვადასხვა ცხოვრების მქონდე ადამიანების მიერ იწერებოდა, მისი უწყება სრულ თანხვედრაშია. ეს ფაქტი მის ღვთიურ წარმომავლობაზე მიუთითებს. ბიბლია იესო ქრისტესა და ღმერთის მიერ კაცობრიობის გამოსყიდვის გეგმის შესახებ მოგვითხობს.

იესომ თქვა, რომ წერილები მასზე მოწმობენ

მათეს 5:17 – ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლაღ კი არ მოვედი, არამედ – აღსასრულებლად. 

ლუკას 24:27 – მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული უხსნიდა მათ, რაც ითქვა მასზე ყველა წერილში. 

ლუკას 24:44 – და უთხრა მათ: აი, სიტყვები, რომელთაც ჯერ კიდევ თქვენთან მყოფი გეუბნებოდით: რომ უნდა აღსრულდეს ყველაფერი, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველთა მიერ და ფსალმუნებში.

იოანეს 5:39 – წერილთა სიღრმეს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. მაგრამ სწორედ ისინი მოწმობენ ჩემთვის. 

ებრაელთა 10:7 – მაშინ მე ვთქვი: აჰა, მოვდივარ (როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე), რათა აღვასრუღთ შენი ნება, ღმერთო“.

 

2022-04-01 უკან დაბრუნება