ცოდვა

თუ ცოდვასა და მასში ჩვენს მონაწილეობას გავიაზრებთ, გადარჩენისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

თუ სიტყვა ცოდვა თავს უსიამოვნოდ გაგრძნობინებს, ათასობით ფიქრს წარმოქმნის სიკვდილსა და ჯოჯოხეთზე და არაკომფორტულია, ამას კონკრეტული მიზეზი აქვს. დაცემული მდგომარეობა არ არის ნორმა, სამყაროს ამ მდგომარეობაში ყოფნა ცოდვის შედეგია. ტელევიზიით უამრავ სისასტიკეს ვისმენთ და ბუნებრივი კატაკლიზმებიც თითქოს არა და არ სრულდება. მკვლელობა და უკანონობა თანდათან ჩვეულებრივი გახდა. ადამიანი ცოდვის და მისი შედეგების მიმართ უგრძნობია. ბევრი ქრისტიანი სათანადო ყურადღებასაც კი არ უთმობს ამ საკითხს, რადგან გამაღიზიანებელია. მიუხედავად იმისა, რომ ეს სინამდვილეა, ადამიანებს არ სიამოვნებთ იმის გამება, რომ ცოდვილები არიან და მხსნელი სჭირდებათ. 

რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ამის ცოდნა?

თუ სწორად შევხედავთ ცოდვის საკითხს, ამით ჩავასწორებთ ჩვენს სუსტ თეოლოგიას, ლიბერალურ ქრისტიანობას და რელიგიურობას. ეს გვეხმარება, გავიგოთ თუ ვინ არის ღმერთი და ვინ ვართ ჩვენ. სიტყვა ცოდვა გამოყენებულია როგორც ძველ (ებრაული), ასევე ახალ აღთქმაში (ბერძნული):

სტრონგი ნომერი 2403 (Strong’s Number 2403) - חַטָּאָה chaṭṭâʾâh,- khat-taw-aw´- ხეთაჰ - ნიშნავს დანაშაულის ჩადენას და გამოყენებულია ძველ აღთქმაში. 

სტრონგი ნომერი 266 (Strong’s Number: 266 ) - ბერძნულად ცოდვა არის hamartia - რაც ასევე ნიშნავს დანაშაულის ჩადენას და გამოყენებულია ახალ აღთქმაში. 

ცოდვის თემის გაგება გეხმარება გადარჩენის საკითხის გაგებაში, რადგან უნდა ვიცოდეთ, თუ რისგან ვართ გადარჩენილნი. ამ სტატიის მიზანია, განმარტოს ცოდვის მნიშვნელობა, წარმოშობა და დაგვანახოს გზა, რომელსაც ცოდვის პრობლემისგან გამოვყავართ.

ცოდვის განმარტება:

ცოდვა შეიძლება განისაზღვროს, როგორც რაიმე ისეთის კეთება, თქმა, ფიქრი თუ წარმოდგენა, რაც სრულყოფილ ჰარმონიაში არ არის ღვთის გონებასთან და კანონთან. ეს არის უფლის ღვთიური სტანდარტის დარღვევა. ხშირად გამოიხტება, როგორც მიზანში აცილება ან არასრულყოფილება. ცოდვა არის ფიქრის, ქმედების თუ მოქმედების დადგენილი საზღვრების გადაკვეთა. რომაელთა 3:23 მუხლში უფლის სიტყვა ამბობს: ,,ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას.” ჩვენს ადამიანურ სხეულში ვერ შევძლებდით ღმერთის სტანდარტების სიმაღლეზე ცხოვრებას, მაგრამ ღმერთმა ასეთ უიმედო მდგომარეობაში არ დაგვტოვა. ყველანი ცოდვილი ბუნებით ვიბადებით, მაგრამ ღმერთმა გზა გამონახა. ქრისტესთან ურთიერთობაში არის იმედი, რომ ერთ დღეს მასთან ერთად ვიცხოვრებთ ყოველგვარი ცოდვის, სიკვდილისა თუ ცრემლის გარეშე (გამოცხადების 21:1-21).

ცოდვის წარმოშობა:

ცოდვის ჩადენის ფაქტს პირველად დაბადების 3:6 მუხლში ვხედავთ, როდესაც ევამ იმ ხის ნაყოფი შეჭამა, რომელზეც უფალმა უთხრა, რომ არ ეჭამა. ადამი და ევა არ დაემორჩილდნენ უფალს. ცოდვა შემოვიდა სამყაროში. შედეგად კი ღმერთმა დაწყევლა დედაკაცი, მამაკაცი და გველი, რომელმაც აცდუნა ევა. 

რომაელთა 5:12-13 მუხლებში პავლე წერს: ,,ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ხოლო ცოდვის მეშვეობით - სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა, რადგან რჯულამდეც იყო ცოდვა ქვეყანაზე, ცოდვა კი, არ ითვლება თუ რჯული არ არის”

რჯულმა, რომელიც ღმერთმა მოსეს სინაის მთაზე მისცა (გამოსვლის მე-20 თავი), ხალხს დაანახა, რომ ცოდვილნი არიან. ჩვენ ვიცით რა არის ცოდვა, რადგან ღმერთმა მოგვცა თავისი სიტყვა, რომ დაგვეხმაროს, გავიგოთ რა არის სწორი და როგორია მისი სტანდარტი. რომაელთა 3:20 ამბობს: ,,რადგან რჯულის საქმეებით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე; ვინაიდან რჯულით შეიცნობა ცოდვა.” არ არის საჭირო ვინმემ გვითხრას როგორ მოვიქცეთ ცუდად. იერემიას 17:9 ამბობს: ,,ყველაფერზე ცბიერია გული და გაუკუღმართებული; ვინ ჩასწვდება მას?”. ფილმებში ძალიან ლამაზად არის წარმოდგენილი, რომ გულს უნდა მიჰყვე, მას დაუჯერო და თითქოს ეს ღირსეულ და პატივისცემის ღირს ქმედებადაა ნაჩვენები. მაგრამ რამდენჯერ შემცდარა ჩვენი გული? ძალიან ხშირად, გვგონია, რომ სხვადასხვა რამ გაგვაბედნიერებს და კმაყოფილების გრძნობას მოგვიტანს იქნება ეს სექსი, გართობა, ნარკოტიკები, მოგზაურობა, ოჯახი, ალკოჰოლი თუ სხვა,  მაგრამ არაფერს არ მოქმედებს, იმიტომ, რომ ჩვენ შექმნილნი ვართ ღმერთისთვის და მხოლოდ მას შეუძლია ჩვენში არსებული სიცარიელის ამოვსება. 

რაზე ახდენს ცოდვა გავლენას?

იაკობმა, სულიწმინდით შთაგონებულმა, დაწერა: ,,რადგან, ვინც მთელ რჯულს იცავს და ერთში შესცოდავს, იგი ყველაფერში დამნაშავე ხდება.” (იაკობის 2:10). ერთი შეხედვით, ძალიან მკაცრად ჟღერს, რომ ერთი შეცდომის გამო მარადიულ სასჯელს ვიმსახურებთ (თუმცა ყოველდღე ვცოდავთ), მაგრამ ნება მომეცით, გკითხოთ: ოდესმე თეთრი ცხვარი გინახავთ? შორიდან თეთრი ჩანს, მაგრამ თუ თოვლს შევადარებთ, თოვლის სითეთრესთან შედარებით, ცვარი არც ის თეთრი გამოჩნდება. დაინახავ, რომ დასვრილია. შეიძლება, ტალახის მხოლოდ ერთ გუბეში გაიარა, მაგრამ თოვლთან შდარებით დასვრილია. ასე ხდება უფალთან მიმართებაშიც. ის სრულყოფილი, უმწიკვლო და წმინდაა. მას არასოდეს შეუცოდავს და არც შეცოდავს. მისი სიწმინდის წინაშე ჩვენ ბინძურნი ვართ. შორიდან შეიძლება კარგად გამოვიყურებით, მაგრამ რას ვიტყვით ჩვენს ფიქრებზე? მოტივებზე? იმაზე თუ როგორ ვექცევით მეზობლებს ან მშობლებს? არც ისე სუფთები გამოვდივართ. ესაიას 64:6 ამბობს: ,,უწმიდურივით გავხდით ყველანი და ყოველი ჩვენი მართალი საქმე ბინძური სამოსელივითაა; ფოთოლივით დავჭკნით ყველანი და ქარივით წაგვიღებს ჩვენი უმართლობა.” ჩვენ ყველანი ცოდვილნი ვიბადებით. იესო ერთადერთია ვისზეც ცოდვამ გავლენა ვერ იქონია. სულიწმინდით ჩაისახა და სრულყოფილი ცხოვრებით იცხოვრა. სატანამ სცადა მისი ცდუნება, მაგრამ ვერ გამოუვიდა (მათეს 4:1-11). 

ნება მომეცით, ცოდვის კიდევ ერთი მაგალითი გითხრათ: ცოდვა არის ,,ავადმყოფობა”, რომლითაც დაავადებულია ყველა ადამიანი მიუხედავად სოციალური სტატუსისა, ეთნიკურობისა, წარსულისა, ენისა, გამოცდილებისა თუ ეკონომიკური მდგომარეობისა. უფლის სიტყვაში ცოდვა შედარებულია კეთრს. იგი თანდათანობით ასუსტებს ადამიანს. ჯერ მგრძნობელობას კარგავ, შემდეგ კანი ლპობას იწყებს და საბოლოოდ კი ადამიანი კვდება. ეს ილუსტრაცია ცოდვასა და კეთრს აიგივებს, რადგან ორივეს საშინელ და მტკივნეულ ცხოვრებამდე მივყავართ, რაც ადამიანებს ოჯახის წევრებისგან და მეგობრებისგან აშორებს და იმდენად ანადგურებს და ცვლის ადამიანს, რომ ვეღარც კი იცნობ. სატანა ტყუილების პროფესიონალია და თავდაპირველად ცდილობს მცირედში შეგაცდინოს, ცოდვასთან თამაშს ვიწყებთ და, თუ მალევე არ შევწყვეტთ, დავიღუპებით. ,,პატარა” ცოდვას საბოლოოდ დიდ გასაჭირამდე და დაცემამდე მივყავართ.

ნუთუ პატარა ცოდვაც ითვლება?

ბიბლია ორი ტიპის ცოდვაზე საუბრობს:  

1. როცა ღმერთი გეუბნება, რომ რაღაც გააკეთო და არ აკეთებ. 

2. როცა ღმერთი გეუბნება, რომ არ გააკეთო და მაინც აკეთებ. 

ცოდვა, რომელიც ედემის ბაღში ადამმა და ევამ ჩაიდინეს, სწორედ მეორე ტიპის ცოდვა იყო. ადამი და ევა განზრახ, ნებით  არ დაემორჩილნენ უფალს. ჩვენ გააზრებულად ვაშავებთ და ზოგჯერ ეს ხილულია და ზოჯერ - უხილავი. ღმერთისთვის ცოდვა იმდენად სერიოზული საკითხია, რომ ამბობს, თუ კი გულისთქმით შეხედავ უკვე იმრუშე (მათეს 5:27,28). პირველი ტიპის ცოდვაზე, როცა ადამიანი არ აკეთებს იმას, რაც იცის, რომ უნდა გააკეთოს, იაკობის 4:17 ამბობს: ,,ამიტომ ვინც სიკეთის კეთება იცის და არ აკეთებს, სცოდავს”. ასევე ღმერთმა ისრაელიანებს უთხრა, რომ უნებლიე ცოდვების შესაწირიც მოეტანათ (ლევიანთა 4). ცოდვა დიდი პრობლემაა, რადგან ის ჩვენსა და ღმერთს შორის დგას და გვაშორებს. რომაელთა 6:23 ამბობს: ,,ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის საჩუქარი - მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში”. 

ღმერთს მადლობა, რომ ისტორია აქ არ მთავრდება. 

როდესაც ღმერთი ადამიანს ახალ ქმნილებად აქცევს, პირველი, რასაც აკეთებს, არის ის, რომ ანახებს, რომ ცოდვილია. ამის გააზრება ადამიანისთვის ემოციურად მძიმეა. თუმცა, მადლობა ღმერთს, რომ არსებობ ის, ვისიაც შველა შეუძლებელია და მისი სახელია იესო. იესო მოვიდა, რომ მომკვდარიყო პატარა, უმნიშვნელო, არასრულყოფილი ადამიანისთვის, თუმცა მისი მსხველპლი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ კაცობრიობის ცოდვები მთლიანად დაფარა. ყოველი ცოდვა, რომელიც ოდესმე ჩადენილა თუ ჩაიდენენ, დაფარულია იესო ქრისტეს სისხლით. ის არის მხსნელი, რომელიც გვჭირდებოდა. ჩვენ მხოლოდ უნდა მივიღოთ ხსნა, რომელიც გვაჩუქა, ,,ვინაიდან ღმერთმა, რომელმაც ბრძანა, სინათლე გამობრწყინებულიყო ბნელიდან, ჩვენი გულებიც გაანათა; რათა მოეცა ღვთის დიდების შემეცნების სინათლე, რომელიც ქრისტეს სახეზეა.” (2 კორინთელთა 4:6). შეხედე იესოს. ირწმუნე ქრისტე და მისი გამომსყიდველი მსხვერპლი ჯვარზე აღდგომასთან ერთად. ენდე მას. დაიწყე ურთიერთობა მასთან და გახსოვდეს, რომ არასოდეს არ არის გვიან და არასოდეს არ არის ცოდვა ისეთი დიდი, რომ ღმერთმა ვერ შეძლოს მისი პატიება. დაე, დღეს იყო შენი ხსნის დღე. 

,,რჯული იმისთვის შემოვიდა, რომ დანაშაული გამრავლებულიყო, ხოლო როცა ცოდვა გამრავლდა, მადლმაც გადააჭარბა. რათა, როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილში, ისე მადლს ემეფა სიმართლეში, მარადიული სიცოცხლისათვის, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით” (რომაელთა 5:20,21).

ცოდვაში ხარ გაჭედელი თუ იპოვე ხსნა ქრისტეში?

,,ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, ვინც ქრისტე იესოში დადის არა ხორციელად, არამედ სულიერად. რადგან სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან. ვინაიდან, რაკი ვერ შეძლო ხორცის მეშვეობით დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში, რათა აღსრულდეს რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც დავდივართ არა ხორციელად, არამედ სულიერად” (რომაელთა 8:1-4).

2022-04-08 უკან დაბრუნება