გამართლება

როგორ მივიღეთ გამართლება? უფასოდ, მისი მადლით,  იესო ქრისტეში გამოსყიდვით. გამართლება არის, როდესაც ღმერთი უდანაშაულოდ გვცნობს არა ჩვენი კარგი საქმეების დამსახურებით, არამედ იმის გამო, რომ ვირწმუნეთ იესო ქრისტე.

ჩვენი სამყარო, ხშირად, ძალიან შეშფოთებულია სამართლიანობის საკითხში. რა არის სწორი? ვინ არის სწორი? როგორ გამოვასწოროთ რაღაცები? ადამიანები ქუჩებში გამოდიან და  პროტესტის ფორმით იცავენ იმას, რაც სამართლიანად მიაჩნიათ. მოსამართლე, ჩაქუჩით ხელში, ნაფიცმსაჯულებთან ერთად სამართლიანობის ძიებაშია. კანონის უფრო და უფრო დახვეწა, გაუმჯობესებაც სწორედ ადამიანის სამართლიანობისკე მიმართული მცდელობაა. საერთოდ, რატომ აქვს ადამიანს სწრაფვა მისკენ? რატომ გვაქვს სამართლიანობის გრძნობა, როცა ხშირ შემთხვევაში სამართალი გამრუდებულია? მიქას 6:8 გვეუბნება: ,,ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე, და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას, და წყალობის სიყვარულს; მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე.” ღმერთმა ადამიაში სამართლიანობის გრძნობა ჩადო, რადგან ის თვითონ არის სამართლიანი. 

სამართლიანი ჩვენთვის, როგორც ცოდვილი ადამიანებისთვის, არის სიკვდილი და ჯოჯოხეთი.  რატომ? იმიტომ, რომ დამნაშავენი ვართ, შევცოდეთ მის წინაშე. მის სამართლიანობასთან შედარებით, ჩვენ ჭუჭყიანები ვართ (ესაიას 64:6), მაგრამ… ღმერთმა გამონახა გზა, რომ გავემართლებინეთ და მის თვალში მართალი ვყოფილიყავით. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიმსახურებდით, მაინც ასე მოიქცა. ეს სტატია ემსახურება გამართლების ცნების გაგებას, რამდენად არის შესაძლებელი, გავმართლდეთ წმინდა და სრულყოფილი ღმერთის წინაშე ჩვენს არასრულყოფილებაში. 

სიტყვა გამართლებული ბერძნულად ნიშნავს ,,გახდე მართალი ან ისეთი როგორიც უნდა იყო” (Blue Letter Bible). როგორ გავმართლდით? უფასოდ, მისი მადლით, იესო ქრისტეში გამოსყიდვით. გამართლება არის, როდესაც ღმერთი ამბობს: არ გცნობ დამნაშავედ იმაზე დაყრდნობით, რომ გწამს და ენდობი ჩემს ძეს და იმას, რაც მან გააკეთა. 

ცნება გამართლება ასევე ცნობილია, როგორც ,,ღმერთთან ერთად დაწყება”. რომაელთა 3:23-26 ამბობს:

,,ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას, და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით, რომელიც წინდაწინ დააყენა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად რწმენის მეშვეობით, მისსავე სისხლში, რათა უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევებით გამოჩენილიყო მისი სიმართლე ღვთის სულგრძელებაში, რომ ამჟამად გამოჩნდეს მისი სიმართლე, რათა იგი იყოს მართალი და იესოს მორწმუნის გამმართლებელი.”

ჩვენ ყველამ შევცოდეთ, მაგრამ გამართლება უფლის მადლით, ქრისტეს მეშვვეობით შეგვიძლია. დაწერილია, რომ იესომ მისი სისხლით გამოგვისყიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი სისხლით გადაიხადა ჩვენი ცოდვების ფასი. შემდეგ კი ვკითხულობთ, რომ ამით გამოჩნდა მისი სამართლიანობა. ის არის ერთადერთი, ვინც ჭეშმარიტად სამართლიანია. ამიტომ, მხოლოდ მას შეუძლია ჩვენი ცოდვებისგან გამოხსნა. ის არის ჩვენი გამმართლებელი. რომაელთა 3:26 მუხლის ბოლო წინადადება ამბობს, რომ ,,ის არის მართალი და იესოს მორწმუნის გამმართლებელი”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის, ვინც ირწმუნებს იესოს და იმას, რაც მან გააკეთა, გამართლდება. შენს იმედს სხვა რელიგიაზე, კეთილ საქმეებზე ან კარგ ადამიანებზე კი არ ამყარებ, არამედ იესო ქრისტეზე და გწამს, რომ მისი სახელი და იმის რწმენა, რაც მან ჯვარზე გააკეთა, საკმარისია, რომ გიხნას შენი ცოდვებისგან და გამართლებული იდგე უფლის წინაშე. 

2 კორინთელთა 5:21: ,,ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახადა ცოდვად ჩვენს გამო, რათა გავხდეთ ღვთის სამართლიანობა მასში.” ამიტომ, თუ უფლის სასამართლო დარბაზში ვიდგებით, უფალი იტყვის: ,,უდანაშაულოა”, რადგან იესო ქრისტეს სამართლიოანობა გადმოგვეცა. გამართლებულები ვართ. 

რაკი უკვე გავიგეთ რა არის გამართლება, მადლსაც დავაკვირდეთ და გავიგოთ თუ რატომ არის ეს ორი ასე მჭიდროდ გადაჯაჭვული. 

შეიძლება ძალიან მარტივად ჩანს, ირწმუნო და გამართლდე. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ დამოკიდებულია იმაზე თუ რა გააკეთა უფალმა და არა ჩვენს საქმეებზე. იაკობის 1:21 ამბობს: ,,ამიტომ, მოიშორეთ ყოველგვარი სიბინძურე და ბოროტების ნატამალი და მშვიდად მიიღეთ თქვენში ჩანერგილი სიტყვა, რომელსაც თქვენი სულების ხსნა შეუძლია.” ეს არის ჩვენი სულის გადარჩენა არა მხოლოდ ჯოჯოხეთისგან, არამედ უნაყოფობისგან და საკუთარი უშედეგო მცდელობებისგან. თუ იღებ დანერგილ სიტყვას, მაშინ იღებ ქრისტეს ჭეშმარიტებას. მისი მადლის დამსახურებაა, რომ შესაძლებელია გეპატიოს და ახალი ცხოვრება მოგეცეს. ბევრი ფიქრობს, რომ სანამ უფალთან მივა, ჯერ კარგად მოქცევა უნდა ისწავლოს, მაგრამ იესო სწორედ იმიტომ მოვიდა, რომ თავად არ შეგვწევს ძალა ჩვენი ქმედებები გამოვასწოროთ. რამდენი სიკეთეც არ უნდა ვაკეთოთ, მაინც ვერ გადაფარავს ჩვენს ცოდვებს. 

მადლი არის დაუმსახურებელი რესურსი უფლიგან. არ დაგვიმსახურებია. გალატელთა 2:21 ამბობს: ,,არ უგულებელვყოფ ღვთის მადლს, ვინაიდან, თუ რჯულითაა სიმართლე, აბა, ამაოდ მომკვდარა ქრისტე.” თუ მადლს გვერდზე გავწევთ, ამით, რეალურად, ვიტყვით, რომ გამართლება ხდება რჯულის მეშვეობით. ედემის ბაღიდან მოყოლებული, ყველანი ცოდვის დომინანტური გავლენის ქვეშ ვიბადებით (რომაელთა მე-5 თავი). ისრაელიანებს რჯული და მსხვერპლშეწირვის ინტრუქციები მიეცათ, რომ მიჰყოლოდნენ უფლის კანონების დარღვევის შემთხვევაში, რადგან ,,თითქმის ყველაფერი, რჯულის მიხედვით, სისხლით წმიდავდება, და სისხლის დაუღვრელად არ ხდება მიტევება”. ამიტომაც იყო იესოს მსხვერპლი საკმარისი. ის სრულყოფილია და მისი სისხლი ფარავს ჩვენს ცოდვებს. მიუხედავად ამისა, ზოგერთი მაინც ფიქრობს, რომ გადარჩვენა დამსახურებაზეა, რაღაც კონკრეტულ წესებს უნდა მიყვე და სიკეთე აკეთო. სამყარომ კი გამოსავალი ხისტი, მკაცრი და უაღრესად მომთხოვნი კანონების შექმნაში იპოვა, რამაც შედეგად ადამიანების ცოდვით დათრგუნვა გამოიწვია. ასევე ისიც გაითვალისწინეთ, რომ კეთილ საქმეებზე დამყარებული რწმენა წარმოქმნის ლეგალიზმს. ისრაელიანებისთვის მიცემული რჯული მოითხოვდა, რომ იყო წმინდა, სრულყოფილი და მართალი, მაგრამ ამის შესასრულებელი რესურსი არ არსებობდა. ჩვენ საკუთარი ძალებით ვერ შევწვდებით უფლის სტანდარტებს. სანამ იესო ზეცად არ ამაღლდა, სულიწმინდა ადამიანებში არ მკვიდრობდა. ამიტომ ახლა მადლის ახალი აღთქმის ქვეშ ვართ. ქრისტე მოვიდა და აღასრულა რჯული, რომლის დაცვასაც ვერ ვახერხებდით (მათეს 5:17). ახლა კი ჩვენ იესო ქრისტეს გადამრჩენელი მადლი უნდა ვირწმუნოთ! რომაელთა 6:14 ამბობს: ,,ვინაიდან ცოდვა ვეღარ იბატონებს თქვენზე, რადგან თქვენ რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ ხართ”. გადარჩენა რომ რჯულის და კეთილი საქმეების წყალობით იყოს შესაძლებელი, მაშინ ქრისტე ამაოდ მომკვდარა. გალატელთა 5:4,5 ამბობს: ,,თქვენ, რომლებიც რჯულით იმართლებთ თავს, უქრისტეოდ დარჩით და მოსწყდით მადლს. ჩვენ კი სულით ველით სიმართლის სასოს რწმენისაგან”. რჯული ცხადყოფს ღვთის ნებას და ხასიათს, მიმართულებას განახებს და ქრისტესკენ გატრიალებს. 

რა კავშირი აქვს ამას გამართლებასთან? 

როცა იესო ქრისტეს მეშვეობით გამართლებას ვიღებთ, ამით მისი მადლის თანაზიარნი ვხდებით. გამართლება მადლის მეშვეობით მოგვეცა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვთის მადლით ქრისტეს სიმართლე მოგვეცა და ეს ფაქტი ზეცაში აღიბეჭდა. მაგალითად, თუ ვინმე დაგირეკავთ და გეტყვით, რომ თქვენს საბანკო ანგარიშზე მილიონი დოლარი ჩარიცა, ეს მომენტალურად თქვენი ბანკის ანგარიშზე აღიბეჭდება, აისახება და არა თქვენზე. რა თქმა უნდა, მომხდარი ცვლილება უზარმაზარია, და დროთა განმავლობაში ეს თქვენზეც აისახება, მაგრამ შენ მაინც ის ხარ, ვინც აქამდე იყავი. ღმერთის მადლით მიღებული გამართლება ასე აისახება ზეცაში შენს ,,ანგარიშზე”, რაც მომენტალურად მაგიურად არ გცვლის, მაგრამ ფაქტი მომხდარია. ჩვენ ისევ ადამიანები ვართ და მაინც ვცოდავთ, თუმცა უფლის მადლი მივიღეთ და ქრისტემ გაგვამართლა. რა შეიძლება ითქვას დედამიწაზე, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ ცოდვილი ადამიანები ვართ. გვჭირდება, რომ იგივე მადლის წყარო გადმოიღვაროს ჩვენ ლექსიკაზე, დამოკიდებულებებზე, ქმედებებსა და ურთიერთობებზე, რომლებიც გვაქს დედამიწაზე. გახსოვდეთ, მადლი არის რესურსი, რომელსაც გვაძლევს უფალი და ახლა უკვე მოგვეცა სულიწმინდაც თუკი ავირჩიეთ ურთიერთობა ქრისტესთან (ანუ ვირწმუნეთ ის, რაც მან გააკეთე ჩვენს გადასარჩენად). 

რჯულის ქვეშ ცოდვის მაცდური ძალა და ბინძური გავლენაა, უფლის მადლის ქვეშ კი - შესაძლებლობა, რომ უფლის ხატებად გარდავისახოთ (2 კორინთელთა 3:18). ჩვენ შეგვიძლია გავთავისუფლდეთ! მადლი არა მხოლოდ ცოდვის დომინანტური გავლენისგან და მსჯავრდადებისგან განთავისუფლებს, არამედ გეხმარება, რომ აღარ შესცოდო. 

როგორ გამოიყურება მადლი გამართლების შემდეგ? 

განწმენდა. მადლი ასევე გეხმარება გარდაქმნასა და ზრდაში. სულიწმინდა ღვრის მადლს, რათა გამოვიღოთ ნაყოფი და ვემსახუროთ უფალს. დღითიდღე ჩვენ თანდათანობით ვიწმინდებით. და რასაც უფრო მეტი განწმენდა მოაქვს, არის სულიწმინდა, რომელიც დროის შესაბამისად მოქმედებს ღმერთთან ერთად, როცა დროს ვუთმობთ მის სიტყვას, ლოცვაში ველაპარაკებით, სხვა მორწმუნეებთან მოზიარეობაში, მსახურებასა და მომსახურებაში ვატარებთ დროს. ის ყოველთვის მოქმედებს. 

,,ვინაიდან, რომელნიც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს იგი პირმშო მრავალ ძმათა შორის. ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ კიდეც მოუწოდა და, ვისაც მოუწოდა, კიდეც გაამართლა. და ვინც გაამართლა, კიდეც განადიდა.“ რომაელთა8:29,30.

 

,,ახლა შეგირიგათ მისი სხეულის ხორცში, მისი სიკვდილით, რათა წარგადგინოთ თავის წინაშე წმიდები, უბიწონი და უბრალონი. ოღონდ თუ დარჩებით მტკიცე და შეურყეველი რწმენაში და არ გადაუხვევთ სახარების სასოებას, რომელიც თქვენ ისმინეთ, რომელიც ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში და რომლის მსახურიც გავხდი მე, პავლე.” კოლასელთა 1:22,23

2022-04-08 უკან დაბრუნება