სიბრძნე მემკვიდრეობას სჯობს, და დიდად სარგოა მზის მჭვრეტელთათვის.
ეკლესიასტე 7:11ჭეშმარიტება აბსოლუტურია
ღმერთის სამეფოში და რეალურ სამყაროში ჭეშმარიტება გარდაუვალია.
შედეგები შემაძრწუნებელია, რადგან თუ არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება, მაშინ იესო შეცდა, როცა თქვა: “შენი სიტყვა შეჭმარიტებაა” (იოანეს 17:17).
ჭეშმარიტების საკითხის მნიშვნელობაზე საუაბარი საკმარისი ვერასოდეს იქნება. თუ აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არსებობს, მაშინ ქრისტიანობა სხვა არაფერია, თუ არა ვინმეს უბრალო მოსაზრება ღმერთის შესახებ.
ჭეშმარიტების უარყოფითი ტესტი
ახლა რადგან უკვე ვიცით, რა არის ჭეშმარიტება, გარკვეული პრინციპების აღნიშნვა დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ, თუ რა არ არის ჭეშმარიტება.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს პრინციპები გვაჩვენებენ, როგორი დებულებები არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი. ამ სექციის შესწავლა ქრისტიან აპოლოგეტს მიაწვდის რაციონალური არგუმენტების გარკვეულ კანონებს, რომლებიც უნივერსალურად მიესადაგება როგორც რელიგიური, ასევე კულტურული თუ ფილოსოფიური ბექგრაუნდის მქონე ადამიანს. ისინი ასევე მიჩნეულია აბსოლუტური ჭეშმარიტების საფუძვლებად, რომლებითაც ქრისტიანს შეუძლია დაამტკიცოს ღმერთის არსებობა.
ლოგიკის კანონები (რომლებიც ამბობენ, რომ 2 საპირისპირო დებულება არ შეიძლება მართებული იყოს ერთ დროულად და იმავე გაგებით).
ლოგიკის კანონებს ასევე “აზროვნების უმაღლეს პრინციპებსაც” უწოდებენ მათი ფუნდამენტური ბუნებიდან გამომდინარე. ესენია:
- წინააღმდეგობის კანონი (შეუძლებელია ერთდროულად A თან იყოს A და თან არ იყოს)
- იგივეობის კანონი (A არის A)
- გამორიცხული მესამის კანონი (A ან არის A ან არ არის A)
- რაციონალური დასკვნის კანონი (თუ A არის B-ში, და B არის C-ში, მაშინ A არის C-ში)
ამ კანონების ბუნება:
- უეჭველი
- ისინი გამომდინარეობს ღმერთის ბუნებიდან (იოანეს 1:1; ებრაელთა 6:18; ტიტეს 1:2; იაკობის 1:13)
- ყველასთვის აშკარაა (ე.ი. მათ ვერავინ აარიდებს თავს)
- ჰგავს ეთიკურ კანონებს, რომლებიც განსაზღვრულია (რა უნდა გააკეთო)
- ჭეშმარიტების უარყოფითი ტესტი.
ამ კანონების ცოდნის მნიშვნელობა:
- სხვებთან საუბრის დროს ამ კანონების ცოდნა გვეხმარება ლოგიკური წინააღმდეგობის დადგენაში, (მაგალითად პანენთეისტი ამბობს, რომ ღმერთი არის “უსასრულო სასრული”. “ყველა სიმართლე ფარდობითია” აბსოლუტური ფარდობითი განცხადებაა, რომელიც წინააღმდეგობრივია)
- ამ კანონების ცოდნა ხელს უწყობს ყველა რელიგიასთან საერთო ენის დამყარებას, როდესაც ვამოწმებთ იესო ქრისტეზე (ე. ი. ყველა რელიგიური განცხადება მათ ექვემდებარება).
- ამ კანონების გარეშე შეუძლებელია აბსოლუტური დებულებების შექმნა.
- ამ კანონების ცოდნა ხელს შეუწყობს გარკვეული უდავო პირობების აღმოჩენას და დამკვიდრებას, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ღმერთის არსებობის დასადგენად.
აბსოლუტური ჭეშმარიტება გარდაუვალი რეალობაა.
2022-04-08 უკან დაბრუნება