სიბრძნე მემკვიდრეობას სჯობს, და დიდად სარგოა მზის მჭვრეტელთათვის.
ეკლესიასტე 7:11აპოლოგეტიკა
მნიშნველობა: სიტყვა „აპოლოგეტიკა“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „აპოლოგია“, რაც ნიშნავს „დასაბუთებულ დაცვას“.
ახალ აღთქმაში ეს სიტყვა მინიმუმ ცხრაჯერ არის გამოყენებული (1 კორინთელთა 9:3; 2 კორინთელთა 7:11; 1 პეტრეს 3:15; ფილიპელთა 1:7, 16; 2 ტიმოთეს 4:16; საქმეები 25:16; 19:33; 22:1).
სამართლებრივი ტერმინი ‘აპოლოგეტიკა’ აღწერს იმას, თუ როგორ იცავს ადვოკატი თავის კლიენტს სასამართლში (2 ტიმოთეს 4:16).
მაშასადამე, აპოლოგეტიკა არის ქრისტიანული თეოლოგიის ის დარგი, რომელიც უზრუნველჰყოფს ქრისტიანული რწმენის სიტყვიერ დაცვას.
ჩვენ ღვთის სიტყვის დასაცავად ვართ მოწოდებულნი.
- ფილიპელთა 1:17 “…სახარების დამცველად ვდგავარ.”
- 1 პეტრეს 3:15 “… მარადჟამ მზად იყავით, რომ თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინცა გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას.”
I პეტრეს 3:15-16
იუდას 3
ფილიპელთა 1:7, 16
2 ტიმოთეს 2:24-25
ტიტეს 1:9-11
ქრისტიანული რწმენა მუდმივად თავდასხმის ქვეშაა.
ესაიას 1:18 “მოდით და ვიკამათოთ,” – ამბობს უფალი. – “ყირმიზივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება, და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გადაიქცევა.
მათეს 22:37-38 “ხოლო იესომ მიუგო მას: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და მთავარი მცნება.”
მარკოზის 2:10-11 “მაგრამ რათა იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალი შესწევს ამ ქვეყნად ცოდვათა მიტევებისა, – უთხრა დავრდომილს: შენ გეუბნები: აღდექ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში.”
იოანეს 3:12 “თუ მიწისა გითხარით და არ ირწმუნეთ, როგორღა ირწმუნებთ, რომ გითხრათ, ზეცისას?”
რომაელთა 12:1-2 “ღვთის მოწყალებით შეგაგონებთ, ძმებო, ცოცხალ, წმიდა და კეთილსასურველ მსხვერპლად უძღვენით თქვენი სხეული ღმერთს, და ეს იქნება თქვენი გონივრული ღვთისმსახურება. ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული.”
2022-04-08 უკან დაბრუნება