სიბრძნე მემკვიდრეობას სჯობს, და დიდად სარგოა მზის მჭვრეტელთათვის.
ეკლესიასტე 7:11მიზეზი, რატომაც მოგვეცა საღმრთო წერილი
ფსალმუნი 18:7-9
“7 რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააბრძნობს გულუბრყვილოებს.
8 მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.
9 შიში უფლისა წმიდა არის, მარადიული. უფლის განსჯანი – ჭეშმარიტნი, მართალნი ერთობ.”
- თუ ვინმე ამბობს, რომ ეს ასე არაა, მაშინ გამოდის, რომ ღმერთი მატყუარაა.
2 ტიმოთეს 3:15-17
“15 თანაც, აკი სიყრმითგანვე იცნობ საღმრთო წერილსაც, რომელსაც შენი გაბრძნობა ძალუძს, რათა ცხონდე ქრისტე იესოს რწმენით.
16 მთელი წერილი ღვთივსულიერია და სარგო-სასწავღად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და სიმართლის შესაგონებლად,
17 რათა ღვთის კაცი სრულქმნილი იყოს, ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად გამზადებული.”
იოანეს 20:31
პირველი მიზანია ხსნა (ცხონება)
მეორე მიზანია მოძღვრება (სწავლება).
მოძღვრება რწმენაში გვამკივდრებს.
2 ტიმოთეს 3 პავლე ამბობს, “შენ იცი ჩემი მოძღვრება და ცხოვრების წესი”.
ფსალმუნი 118:105 “ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე – ჩემი ბილიკისათვის.”
ჩვენს ცხოვრებას მართავს მოძღვრება.
ჩვენი ცხოვრების სახელმძღვანელო ღმერთისგან უნდა მოდიოდეს.
უნდა ვიქდაგოთ უფლის სიტყვა 2 ტიმოთეს 4…
ჩვენ ვქადაგებთ დოქტრინას
გვეძლევა გაფრთხილება.
იერემია 2:13
“რადგან ორი დანაშაული ჩაიდინა ჩემმა ერმა: მიმატოვეს მე, ცოცხალი წყაროსთვალი და ამოკვეთეს თავისთვის ჭები, დანგრეული ჭები, წყალს რომ ვერ იკავებენ.”
ადამიანების უმეტესობა ღმერთის სიტყვის გარდა ყველაფერს მიმართავს
A POEM BY JKH
ღმერთის წმინდა სიტყვამ უნდა იმოქმედოს God’s holy word is meant to work
უბედური ადამიანის სულის შესაცვლელად
მისი გულის სიბინძურისგან განსაწმედად
დამსხვრეული ცხოვრების გასაახლებლად
ადამიანთა ფეხზე წამოყენებაში დასახმარებლად
ბოროტება, რომელიც ჩასაფრებულია მათთვის,
ვინც დატოვებს ღმერთის წმინდა ნაკადულს, რომ ჩაყვინთოს სრულ უწმინდურებაში
ადამიანმა, ადამიანმა ჩაიდინა ეს.
აგრძელებს ცხოვრებას ისე, თითქოს ყველაფერი რიგზეა და ღიღინებს მხიარულ სიმღერას.
აგრძელებს თავის ბინძურს გზას.
The party he passes by erupts in praise
და რაკი გამანადგურებელი გზებით აგრძელებს სიარულს
მისი მოგზაურობა სიჩუმესა და ტკივილში დასრულდება
როგორც ის გორაობს სიბინძურესა და სირცხვილში
და ამ ყველაფრით მან სახელი მოიხვეჭა
მან იცის, რომ მისი გზა სისაძაგლეა He knows his way is vile
საბოლოო დანიშნულება საზარელია,
მაგრამ მან თავი ასწია და გამარჯვებაზე უარს ამბობს
ამბობს, ეს არის, ვინც ვარ.
და მუშტს იქნევს ჰაერში:
თუ არ მიმიღებთ, ცუდად მოგექცევით.
ის უარს ამბობს განწმენდის შანსზე
ის სამარცხვინო სიკვდილს ირჩევს!
საყვედური
- იერემია 13:10
“ეს ბოროტი ხალხი, რომელსაც არ უნდა ჩემი სიტყვის გაგონება, აჰყოლია თავის გულისთქმას და მისდევს სხვა ღმერთებს, რომ ემსახუროს და თაყვანისცეს მათ, დაემსგავსება ამ სარტყელს, რომელიც არაფრად აღარ ვარგა.”
იერემია 14:14 “მითხრა უფალმა: სიცრუეა, რასაც წინასწარმეტყველნი ჩემი სახელით ქადაგებენ. მე არ გამომიგზავნია, არ დამირიგებია ისინი, არ მილაპარაკნია მათთან. ცრუ ხილვებს, მისნობას, სიყალბეს და თავიანთი გულის გამონაგონს გიქადაგებენ ისინი.”
იერემია 23:25 “გავიგონე, რაც თქვეს წინასწარმეტყველებმა, სიცრუეს რომ ქადაგებენ ჩემი სახელით: მესიზმრა, მესიზმრაო!”
- მათეს მე-15 და 23-ე თავებში მოიძიეთ “შენ” და იპოვეთ მამხილებელი ფრაზები.
- ეფესელთა 4:14 “რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველი ქარი, კაცთა ცბიერებითა და ცდუნების მზაკვრული ხერხით,”
- 1 ტიმოთეს 4:1-2 “ხოლო სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას 2 ცრუმეტყველთა თვალთმაქცობით, რომელთაც დადაღეს თავიანთი სინიდისი;”
- 2 იოანეს 1:7 “რადგანაც მომრავლდნენ მაცთურნი ქვეყნად, რომელნიც არ აღიარებენ ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს. ეს არის მაცთური და ანტიქრისტე.”
- 1 იოანეს 4: 1 “საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად.”
- რას ამბობს ხალხი ცხონების დამკვიდრების შესახებ?
საქმეებით გადავრჩებით? რომელიმე ეკლესიის მრევლობა გადაგვარჩენს? ზიარების მიღება? წესჩვეულებების დაცვა?- ღმერთის სიტყვა გვეუბნება: ებრაელთა 10:10-12
“10 სწორედ ამ ნებით ვართ განწმედილნი, იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით.
11 რამდენი მღვდელი ყოველდღე დგას მსახურებად და რამდენგზის სწირავს ერთსა და იმავე მსხვერპლს, რომელიც ვერასოდეს წარხოცავს ცოდვას.
12 მან კი ერთადერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ.”
- ღმერთის სიტყვა გვეუბნება: ებრაელთა 10:10-12
- ამის სხვა გზით გაკეთება დანაშაულია.
- 2 იოანეს 1:9 “ვინც შორდება ქრისტეს მოძღვრებას და არ მკვიდრობს მასში, არა ჰყავს ღმერთი, ხოლო ვინც მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, მამაცა ჰყავს და ძეც.”
- ეს ჩემი კი არა, არამედ ღვთის სიტყვაა, რომელიც სულიწმინდის მიერ გადმოგვეცა.
- უკანასკნელი ჟამის (აპოკალიფსის) ან დევნის გამო უნდა შევუერთდეთ თუ არა სხვა ჯგუფებს?
- ჩვენ არ გვინდა მივბაძოთ მათ, ვინც ქრისტიანობის შეცვლას ცდილობს.
- არც ის გვინდა, რომ უარი ვთქვათ ღვთის სიტყვის უმაღლეს ავტორიტეტულობაზე და მის მიერ შემოთავაზებულ გაფრთხილებებსა და გამოსწორებებზე.
- გამოცხადება 3:19 “ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და შეინანე.”
- მე მიყვარს ჩემი შვილები და მათთვის საუკეთესო მინდა, ამიტომ მათ ვსაყვედურობ და ვსჯი, მაგრამ როდესაც ჩემთვის უცნობი ადამიანი მაყენებს შეურაცხყოფას, ვცდილობ, მათგან თავი შორს დავიჭირო.
- და ღმერთმაც სწორედ ამიტომ თქვა ეს ყველაფერი, რომ მას ვუყვარვართ და ჩვენთვის საუკეთესო სურს.
- ეს სათანადოდ პასუხობს ღვთის სიტყვას.
- ჩვენ ღვთის სიტყვასთან კომპრომისზე არ მივდივართ.
- მე მიყვარს ჩემი შვილები და მათთვის საუკეთესო მინდა, ამიტომ მათ ვსაყვედურობ და ვსჯი, მაგრამ როდესაც ჩემთვის უცნობი ადამიანი მაყენებს შეურაცხყოფას, ვცდილობ, მათგან თავი შორს დავიჭირო.
- ეს ჩემი კი არა, არამედ ღვთის სიტყვაა, რომელიც სულიწმინდის მიერ გადმოგვეცა.
- 2 იოანეს 1:9 “ვინც შორდება ქრისტეს მოძღვრებას და არ მკვიდრობს მასში, არა ჰყავს ღმერთი, ხოლო ვინც მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, მამაცა ჰყავს და ძეც.”
- იუდა 1:4 “ვინაიდან შემოგვეპარნენ ზოგიერთნი, ადრიდანვე რომ ეწერათ ეს სასჯელი; უღმერთონი, გარყვნილებად რომ აქციეს ჩვენი ღვთის მადლი და უარყოფენ ჩვენს ერთადერთ მბრძანებელსა და უფალს იესო ქრისტეს.”
- მათე 7:21-23
“21 ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.
22 მრავალნი მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?
23 და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო.”
- ტიტე 1:9-11
“9 სარწმუნო სიტყვის მიმდევარი, თანახმად სწავლებისა, რათა საღი მოძღვრებით შეეძლოს შეგონება და ურჩთა მხილება.
10 რადგან ბევრია ურჩიც, ფუჭად მოლაყბეც და გონების მაცდურიც, მეტწილად წინადაცვეთილთაგან,
11 რომელთაც უნდა ავუკრათ პირი, რადგანაც რყვნიან მთელ სახლებს და ასწავლიან იმას, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ, სამარცხვინო ანგარებით.” - ტიტე 2: 7-8
“7 ყველაფერში კეთილი საქმის ნიმუშად წარმოაჩინე თავი; სწავლებისას – სიწმიდე და სიდარბაისლე;
8 შენი სიტყვა საღი იყოს და უგმობელი, რათა მოწინააღმდეგეს შერცხვეს და ცუდი ვეღარაფერი თქვას ჩვენზე.” - მათე 24:24 “რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც.”
- 2 თელონიკელთა 2:3 “ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე,”
ჯანსაღი დოქტრინისგან გადახვევის შემთხვევაში ღმერთის სიტყვის მიზანია მოგვაქციოს, დაგვამკვიდროს, გვიხელმძღვანელოს და უფლის ერთგულებაში დაგვტოვოს.- მაგრამ ღვთის სიტყვას ბევრი უარყოფს და ღვთის სიტყვის გახრწნას ემსახურებიან.
მაცხოვრის დიადი დავალება გვეუბნება, რომ წახვიდე და იქადაგო სახარება. ის ინდივიდისა თუ საზოგადოების შეცვლისაკენ არ მოგიწოდებს.
- საქმეები 20:31 “მაშ, იფხიზლეთ და გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს, დღე და ღამ, განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თვითეულ თქვენგანს.”
პავლე ძალიან გულმოდგინედ აფრთხილებდა თავის თანამედროვეებს.
2022-04-08 უკან დაბრუნება