სიბრძნე მემკვიდრეობას სჯობს, და დიდად სარგოა მზის მჭვრეტელთათვის.
ეკლესიასტე 7:11დემონოლოგია
როდესაც ვინმე დემონებს ახსენებს, ადამიანის გონებაში უამრავი სახის წარმოდგენა და იდეა ჩნდება.
ბევრი ადამიანია დაინტრიგებული დემონების საკითხით, რომელსაც თეოლოგიაში დემონოლოგია ეწოდება. დემონები არიან ინდივიდები, რომლებთაც აქვთ ნება და ემოციები. ზოგიერთი დემონი დატყვევებულია და ზოგიერთიც თავისუფლად დაძრწის სანატის ბრძანებების შესასრულებლად. ეს არსებები თავიანთ შესაძლებლობებს ადამიანებზე ზეგავლენის მოსახდენად იყენებენ.
ბიბლია განსხვავებული ფრაზებით აღწერს ამ არსებებს.
“და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელსაც ჰქვია ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მაცდური; გადმოვარდა ქვეყნად და თან გადმოჰყვნენ მისი ანგელოზები.” გამოცხადება 12:9
დემონები მოხსენიებულია როგორც მისი ანგელოზები, ან ეშმაკის ანგელოზები.
- ლუკას 7:21-ში, დემონებს ეწოდება უკეთური სულები.
- მათეს 10:1-ში, მათ ეწოდება უწმინდური სულები.
- ლუკას 11:26-ში, მათ ეწოდება ბოროტი.
- 1 ტიმოთეს 4:1-ში, მათ უწოდებს მაცდურ სულებს, რომლებსაც თავიანთი მოძღვრება აქვთ.
მათი წარმომავლობის შესახებ წერია ესაიას 14:12-14-ში, სადაც საუბარია იმ ერთ მესამედზე, რომელიც სატანასთან ერთად გადმოიყარნენ დედამიწაზე.
დღეს ისინი დაკავებულები არიან კაცობრიობის შეცდენით მიუხედავად იმისა, რომ მათი დამარცხება მოხდა ჯვარზე, რასაც კოლასელთა 2:15 გვამცნობს.
ჩვენ მათ საქმეებს ჩვენი რწმენით, ღმერთის სიტყვითა და ლოცვით შეგვიძლია ვებრძოლოთ.(ეფესელთა 6:12)
არასწორი წარმოდგენა დემონებზე
როდესაც ვინმე დემონებს ახსენებს, ადამიანის გონებაში უამრავი სახის წარმოდგენა და იდეა ჩნდება.
ზოგიერთი ფიქრობს, რომ დემონი წარმოადგენს რაიმე სახის უარყოფით ძალას, რომელსაც შესაძლოა ადამიანი გადააწყდეს.
მაგალითად, როგორც კარმა…
ზოგიერთი ადამიანი ყველა სახის დაავადებას, იქნება ეს ფიზიკური თუ მენტალური, დემონურ საქმიანობას უკავშირებს.
ზოგიერთი ამბობს, რომ ყველა ცოდვა დემონების ბრალია.
ზოგი კი საერთოდ უარჰყოფს მათ არსებობას.
დემონები ბიბლიის ბერძნულ თარგმანში 57-ჯერ არის ნახსენები როგორც <<daimoia, daimon ან daimonion>>.
ისინი ნამდვილად არსებობენ, რადგან წმინდა წერილებში არიან მოხსენიებული.
2 ტიმოთეს 3:16 “მთელი წერილი ღვთივსულიერია … სარგოა სასწავლად…”
უფლის სიტყვაში არის დოქტრინა, რომელიც დემონების შესახებ გვასწავლის. ამ არსებების შესახებ სხვადასხვა საღვთო წერილის შედარება ჭეშმარიტებაში განგვამტკიცებს.
ეფესელთა 6:13 “ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ.”
უკვე ნახსენები მოსაზრებებიდან ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ ზოგი ადამიანი არ აღიარებს, რომ დემონები პიროვნებები ან ინდივიდუალური არსებები არიან ისევე, როგორც ანგელოზები.
დავინახავთ, რომ დემონები ანგელოზების ანალოგიურები არიან.
ისინი გაცილებით მცირედნი არიან და მათი მარცხი გარდაუვალია.
2 მეფეთა 6:16 “უთხრა: ნუ გეშინია, რადგან ჩვენ უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მათ.”
2/3 ჩვენს მხარეს
1/3 მოწინააღმდეგე მხარეს
საქმეების 19:13-16
13 იუდეველთაგან თვით ზოგიერთმა მოხეტიალე შემლოცველმაც კი დაიწყო უკეთური სულებით შეპყრობილთა მკურნალობა უფალ იესოს სახელით და ასე ამბობდნენ: გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო.
14 ასე იქცეოდა იუდეველი მღვდელმთავრის სკევას შვიდი ძე.
15 მიუგო სულმა უკეთურმა და უთხრა მათ: იესოც ვიცი და პავლესაც ვიცნობ, მაგრამ თქვენ ვინა ხართ?
16 ეძგერა მათ უკეთური სულით შეპყრობილი კაცი, სძლია და ისე იმძლავრა მათზე, რომ შიშველნი და ნაცემ-ნაგვემნი გამოცვივდნენ სახლიდან.
დემონები ჰგვანან ანგელოზებსა და სატანას
დემონები ანგელოზების მსგავსად წარმოიშვნენ.
ორივე მათგანი ღმერთმა შექმნა.
ორივე შეიქმნა როგორც ინდივიდუალური არსება.
ორივე მათგანი მომსახურე სულებად შეიქმნა.
დემონები იგივეა, რაც დაცემული ანგელოზები. ამას მათი საქმიანობით ვხვდებით.
დემონები და დაცემული ანგელოზები სულიერი არსებები არიან. ეფესელთა 2:2, 6:12 და რომაელთა 12:7-9.
სატანა დემონებისა და დაცემული ანგელოზების მმართველია, რაც აჩვენებს, რომ დაცემული ანგელოზები და დემონები ერთი და იგივეა.
მათეს 12:24 “ხოლო ამის გამგონე ფარისევლები ამბობდნენ: ეს თუ ეშმაკებს აძევებს, მხოლოდ ეშმაკთა მთავრის, ბელზებულის შეწევნითო.”
მათეს 25:41 “მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული.”
გამოცხადება 12:7-9
7 და ატყდა ბრძოლა ცაში: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ ურჩხულს, ურჩხული და მისი ანგელოზები კი ებრძოდნენ მათ.
8 მაგრამ ვერ იმძლავრეს და აღარ აღმოჩნდა მათი ადგილი ცაში.
9 და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელსაც ჰქვია ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მაცდური; გადმოვარდა ქვეყნად და თან გადმოჰყვნენ მისი ანგელოზები.
და ბოლოს, ბიბლიურ ტექსტში ვხედავთ, რომ მოხსენიებულია მხოლოდ დაცემულ ანგელოზები ან დემონები, მაგრამ ორივე ერთად – არასოდეს.
სატანამ დემონები მოატყუა
სატანა იკვეხნიდა, რომ ღმერთის სამეფოს დაამხობდა და თვითონ გამეფდებოდა.
ესაიას 14:12-14
12 როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო!
13 გუშინ ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე.
14 მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო!
დემონებმა დაუჯერეს მის ტრაბახს და გაყვნენ მას.
დაცემის შედეგები
თავიანთი არჩევანით მიდიან იმ შედეგებამდე, რომელიც აშკარად აჩვენებს მათ გარყვნილებას.
ჯერ ერთი, მათ უარყვეს საკუთარი თავდაპირველი სიწმინდის მდგომარეობა.
მეორე, წმინდა წერილებში მათთვის მინიჭებული სახელებიდან ნათლად ვხედავთ, რომ მათი ხასიათი და საქციელი გაიხრწნა.
და მესამე, ეს ანგელოზები სატანის დემონები გახდნენ.
სწორედ მათ მაცდური აზრების მოსმენით ვირყვნებით.
დემონების ორგანიზაცია
ბიბლიაში სამი ადგილი გვეუბნება მათი ორგანიზაციის შესახებ.
ისინი ტერიტორიების გამო იბრძვიან.
ძველი აღთქმა საუბრობს დემონებზე, რომლებიც ერების მმართველები არიან, მაგალითად, სპარსეთის სამეფოს მთავარი და საბერძნეთის მთავარი.
დანიელის 10:13-20
13 სპარსეთის სამეფოს მთავარი ოცდაერთი დღე მეწინაღმდეგებოდა და, აჰა, ჩემს საშველად მოვიდა მიქაელი, ერთ-ერთი პირველ მთავართაგანი, რადგან მე სპარსეთის მეფესთან დავრჩი.
14 მოვედი, რომ გაგაგებინო, რა ბედი ეწევა შენს ერს უკანასკნელ დღეებში, რადგან ეს ხილვაც მომავალ დღეებს შეეხება.
15 როცა ამ სიტყვებს მეუბნებოდა, მიწაზე პირქვე ვიყავი დამხობილი და დამუნჯებული.
16 და, აჰა, კაცის ძის მსგავსი შეეხო ჩემს ბაგეს, მე გავხსენი პირი და ავმეტყველდი; ვუთხარი ჩემს წინ მდგომს: ჩემო ბატონო, გამტანჯა ამ სანახავმა და ძალა გამომეცალა.
17 როგორ შეუძლია ამ ბატონის მონა-მორჩილს ელაპარკოს ამ ბატონს? რადგან აღარც ძალა შემრჩა და აღარც სული მიდგას.
18 მაშინ კვლავ შემეხო კაცის სახებისმაგვარი და გამამაგრა.
19 მითხრა: ნუ გეშინია, სათნო კაცო, მშვიდობა შენდა! გამაგრდი, გამაგრდი. როცა მელაპარაკებოდა, გავმაგრდი.
20 მითხრა: თუ იცი, რისთვის მოვედი შენთან? ახლა სპარსეთის მთავართან საომრად უნდა გავბრუნდე და როდესაც მე გავალ, აჰა, მაშინ მოვა იავანის (საბერძნეთის) მთავარი.
ბიბლიაში სამი ადგილი საუბრობს მათი ორგანიზაციის შესახებ
ეფესელთა 6:12 “რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ.”
1 კორინთელთა 15:24-25 “და ბოლოს, დასასრული, როცა სუფევას გადასცემს ღმერთსა და მამას, მას შემდეგ, რაც გააუქმებს ყოველგვარ მთავრობას, ხელმწიფებას და ძალს. რადგანაც მას მართებს სუფევა, ვიდრე ფეხქვეშ არ მოიქცევს თავის მტრებს.”
კოლასელთა 2:15 “ძალისაგან განძარცვა მთავრობანი და ხელმწიფებანი, საჯაროდ განაქიქა და ჯვრით იმძლავრა მათზე.”
როგორც ჩანს, სატანას და მის ანგელოზებს (დემონებს) ისეთივე სისტემა აქვთ, როგორც ღმერთის ანგელოზებს.
ამრიგად, ეს გვეხმარება იმის გააზრებაში, თუ როგორ მუშაობენ ისინი და ჩვენ როგორ უნდა ვილოცოთ.
დემონებს აქვთ სხვადასხვა შესაძლებლობები
პირველ რიგში, ვიცით, რომ მათ შეუძლიათ დაეუფლონ კაცობრიობას.
საქმეები 16:16 “მოხდა ისე, რომ სამლოცველოში მიმავალთ შემოგვხვდა ერთი მხევალი, რომელსაც ჰქონდა პითონის სული და თავისი მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს.”
მეორე, ჩვენ ვხედავთ, რომ შეპყრობის შედეგად მათ ადამიანების კონტროლი შეუძლიათ.
მარკოზი 5:1-5
“1 გავიდნენ ზღვის გაღმა და მიადგნენ გერასენელთა მხარეს.
2 ნავიდან გადმოსვლისთანავე სამარხებიდან შემოეგება უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი,
3 რომელსაც სამყოფლად სამარხები ჰქონდა და ჯაჭვითაც არავის შეეძლო მისი დაბმა,
4 ვინაიდან მრავალგზის შეეკრათ ჯაჭვით და ბორკილებიც დაედოთ, მაგრამ გლეჯდა ჯაჭვს, ამსხვრევდა ბორკილებს და ვერავის დაეოკებინა იგი.
5 დღე და ღამ მთებსა და სამარხებში დაძრწოდა, ღრიალებდა და ქვებს ახეთქებდა თავს.”
მესამე – დემონებს შეუძლიათ მათი დატანჯვა.
გამოცხადება 9:1-21 ამაზე საუბრობს
მეოთხე, დემონებს შეუძლიათ სასწაულების მოხდენა.
გამოცხადება 16:14 “ესენი არიან ეშმაკთა სულები, რომლებიც ახდენენ სასწაულებს და გადიან მთელი ქვეყნიერების მეფეებთან, რათა თავი მოუყარონ მათ საბრძოლველად ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიად დღეს.”
მეხუთე, მათ შეუძლიათ ადამიანის ან ცხოველის სახე მიიღონ.
ანგელოზებს შეუძლია დაგვენახონ. ასევე დემონებსაც შეუძლიათ დაგვენახონ.
გამოცხადება 9:7 “ხოლო კალიები გარეგნობით ცხენებსა ჰგვანდნენ, საომრად გამზადებულთ, და თავს ედგათ გვირგვინი, როგორც ოქროსი; და სახე მათი, როგორც სახე კაცთა.”
დემონის ეთიკის აღწერა
- მათ უწმინდურები ეწოდებათ
- მათე 10:1; მარკოზი 1:23, 27; 3:11; 5:2; 9:25; ლუკა 4:36; საქმეები 8:7; გამოცხადება 16:13
- ისინი ბოროტი სულები არიან, ბუნებით გახრწნილნი
- ლუკა. 7:2 1.
- ისინი სასტიკი და ბოროტი არიან
- მათე 8:28.
- ისინი ასევე არიან საძაგელი და მავნე
- ლუკა 9:39
- მათთვის დამახასიათებელია სისასტიკე
- მარკოზი 9:20
- მათი უზნეობა შემდგომ უფრო მეტ უზნეობას იწვევს
- ლუკა 8:27
- დემონებს შორის არსებობს ბოროტების ხარისხები
- მათე 12:43-45
- მათ შექმნეს ცრუ დოქტრინა, რომელსაც იყენებენ ხალხის მოსატყუებლად.
- 1 ტიმოთეს 4
მათ შექმნეს ცრუ დოქტრინა, რომელსაც იყენებენ ხალხის მოსატყუებლად და ეს რამდენიმე გზით ახდენს ზეგავლენას.
1 ტიმოთეს 4: 1-3
“1 ხოლო სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას
2 ცრუმეტყველთა თვალთმაქცობით, რომელთაც დადაღეს თავიანთი სინიდისი;
3 რომელნიც კრძალავენ ქორწინებას და იმის ჭამას, რაც შექმნა ღმერთმა, რათა მორწმუნენი და ჭეშმარიტების მცოდნენი მადლიერებით ჭამდნენ.
- გადახვევა – რწმენისაგან განდგომა;
- შეცდენა ცხოვრების წესითა და პრაქტიკით;
- თვალთმაქცური ცხოვრება;
- მატყუარა ენა;
- დასუსტებული სინდისი;
- ქორწინებისა და ჭამის მიმართ.
რას აკეთებენ დემონები… დრო და დრო
სატანა ცდილობს დაამარცხოს ღმერთი და შეასრულოს საკუთარი გეგმა.
დანიელი 10:10-19
სატანა აკეთებს საშინელ რამეებს, რაც დოკუმენტირებულია დანიელის დროიდან სამყაროს აღსასრულამდე.
შინაარსი: წინასწარმეტყველება, რომელიც მოიცავს დარიოსიდან ანტიქრისტემდე პერიოდს, ერთა შორის კონფლიქტებს აჩვენებს და საბოლოოდ განადგურებისკენ მიდის.
Brooks, K. (2009). (p. 191). Bellingham, WA: Logos Bible Software.
Brooks, K. (2009). Summarized Bible: Complete Summary of the Old Testament (p. 191). Bellingham, WA: Logos Bible Software.
გამარჯვება არის ქრისტესი!
კოლასელთა 2:13-15
“13 და თქვენც, ცოდვებითა და თქვენი წინადაუცვეთელობით მკვდრები, მასთან ერთად გაგაცოცხლათ ცოდვათა მოტევებით.
14 სწავლით წარხოცა ჩვენგამო შეთხზული და ჩვენს წინააღმდეგ მიმართული ხელწერილი; შუაგულიდან აიღო და ჯვარს მიალურსმა იგი.
15 ძალისაგან განძარცვა მთავრობანი და ხელმწიფებანი, საჯაროდ განაქიქა და ჯვრით იმძლავრა მათზე.”
ომსი გამარჯვება მოპოვებულია, მაგრამ დამარცხებულები უარს ამბობენ დანებებაზე.
ჩვენ დავინახეთ, რომ დემონები ან “ბოროტი სულები” სულიერი არსებები არიან.
ისინი ორგანიზებულნი არიან.
ისინი გაიხრწნენ.
როგორც ჩანს, სატანური მისია არის დემონების მთავარი ფოკუსი.
ესაია 14:13-14
13 გუშინ ამბობდი: ცად ავხდები,
ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ
და დავჯდები საკრებულო მთაზე,
ჩრდილო კალთებზე.
14 მაღლა ღრუბლებში ავიჭრები,
უზენაესს გავუტოლდებიო!
ოკულტიზმი
მომდევნო განყოფილებაში, იმედი მაქვს, გამოვიკვლევთ, რას ამბობს წმინდა წერილი ოკულტიზმის შესახებ.
რა არის ოკულტიზმი?
ოკულტიზმის განმარტება როგორც არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი და ზმნა:
არსებითი სახელი: 1. მისტიური, ზებუნებრივი, ან მაგიური ძალები, პრაქტიკა ან ფენომენი: “საიდუმლო საზოგადოება, რომელიც სწავლობს ალქიმიასა თუ ოკულტიზმს.”
ზედსართავი სახელი: 1. მოიცავს მისტიურ, ზებუნებრივ ან მაგიურ ძალებს, პრაკტიკებსა თუ ფენომენს: “ოკულტური ცერემონიალი”
ზმნა: 1. მხედველობიდან გაქრობა: “კონკურენტების გაყოფისთვის შექმნილი ხის ეკრანი”
სიტყვა წარმოიშვა მე-15 საუკუნეში (როგორც ზმნა): ლათინურიდან – “საიდუმლო”, “შენიღბვა”, “დამალვა”; ზედსართავი სახელი და არსებითი სახელი: “დაფარვა”.
დღესდღეობით ოკულტიზმი საიდუმლო საზოგადოებაა.
რა არის ოკულტიზმი?
ოკულტიზმი საიდუმლოებაა, მაგრამ ეს ყველგანაა. ხშირად არც კი იცით, რომ მასში მონაწილეობთ და ამაზე ფიქრობთ.
დემონები დღეს ძალიან აქტიურები არიან.
ისინი ოკულტიზმში დიდ ძალისხმევას დებენ, რომ ვისაც შეძლებენ, ყველა ჩავითრიონ ჯოჯოხეთში.
დემონები უფრო აქტიურდებიან, რაც უფრო ვუახლოვდებით ბოლო დროის კულმინაციას.
დანიელის მე-10 თავის მიხედვით ანტიქრისტე მოდის, რომ გააკონტროლოს და მართოს ადამიანები.
როგორც ჩანს, ისინი კაცობრიობის წამებით განუზომელ სიამოვნებას იღებენ.
მათე 9:32-33; 12:22; 17:15-18;
მარკოზი 9:17, 20, 25;
ლუკა 9:37-42; 13:10-13
დემონები დღეს ძალიან აქტიურები არიან.
დემონებმა შეიძლება გამოიწვიოს სიგიჟე…
მარკოზი 5: 1-5
“1 გავიდნენ ზღვის გაღმა და მიადგნენ გერასენელთა მხარეს.
2 ნავიდან გადმოსვლისთანავე სამარხებიდან შემოეგება უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი,
3 რომელსაც სამყოფლად სამარხები ჰქონდა და ჯაჭვითაც არავის შეეძლო მისი დაბმა,
4 ვინაიდან მრავალგზის შეეკრათ ჯაჭვით და ბორკილებიც დაედოთ, მაგრამ გლეჯდა ჯაჭვს, ამსხვრევდა ბორკილებს და ვერავის დაეოკებინა იგი.
5 დღე და ღამ მთებსა და სამარხებში დაძრწოდა, ღრიალებდა და ქვებს ახეთქებდა თავს.”
ლუკა 8:26-27
ისინი დიდ ფიზიკურ ძალას ანიჭებენ
მარკოზი 5:1-4;
ლუკა 8:29
მათ შეუძლიათ სუიციდის გამოწვევა
მარკოზი 9:20-22
ისინი ხელს უწყობენ კერპთაყვანისმცემლობას
ლევიანნი 17:7;
ესაია 65:11;
მეორე რჯული 32:17;
ზაქარია 13:2;
ოსია 4:12;
საქმეები 17:22-23;
1 კორინთელთა 10:20
ისინი ადამიანებში იწვევენ დემონების თაყვანისცემას.
გამოცხადება 9:20-21
ისინი ხელს უშლიან მორწმუნეთა სულიერ ზრდას
ეფესელთა 6:12
ისინი ფანტავენ ფარას ან ცხვრებს აცალკევებენ სამწყსოსგან, რომ შთანთქონ ისინი. (მგლების ტაქტიკა)
იოანე 10:12
დემონები ოკულტიზმში ძალიან აქტიურები არიან.
მეორე რჯული 18:9-14
“9 როცა შეხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს შენ უფალი, შენი ღმერთი, ნუ დაეჩვევი სისაძაგლეთა ჩადენას იმ ხალხის მსგავსად:
10 ნუ იქნება შენს შორის თავისი ვაჟისა და ასულის ცეცხლში გამტარებელი, ჯადოქარი, მომნუსხველი, მარჩიელი, მსახვრალი,
11 გრძნებით შემკვრელი, მესულთანე, მჩხიბავი და მკვდართა გამომკითხველი,
12 რადგან საძაგელია უფლისათვის ყოველივე ამის გამკეთებელი და ამ სისაძაგლის გამო დევნის მათ შენგან უფალი, შენი ღმერთი.
13 სრული იყავი უფალთან, შენს ღმერთთან,
14 რადგან ეს ხალხები, რომელთაც შენ განდევნი, გრძნეულებს და ჯადოქრებს უსმენენ, შენთვის კი ამის ნება არ მოუცია უფალს.”
რამდენიმე რამ უნდა აღინიშნოს ამ მუხლების შესახებ
ჯადოქრობით რაიმეს თქმა იგივეა, რაც მკითხაობა.
ჯადოქრები იყენებენ მაგიას, რომ ადამიანები დემონური კონტროლს დაუქვემდებარონ.
ასტროლოგია და ფსიქიკა გამოიყენება ოკულტიზმში.
როგორ გამოიყურება ოკულტიზმი?
როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, რამე არის ოკულტური?
ეს როგორღაც უკავშირდება დემონურ საქმიანობას
ეს, როგორც წესი, ავლენს გარკვეულ ფარულ სიმართლეს, წარსულს, აწმყოს ან მომავალს
ისინი ასევე პირდებიან გარკვეულ ზებუნებრივ შესაძლებლობებს, გონების კონტროლსა და ა.შ.
ეს ჩვეულებრივ იწყება მედიტაციით, ჰიპნოზით ან ნარკოტიკების მოხმარებით.
დანიელი 1, 2, 4, 5…
მეორე რჯული 17:2-7
4 მეფეთა 23:5
ესაია 47:12-13
იერემია 10:2
საქმეები 7:41-43
დემონები დღეს ძალიან აქტიურები არიან.
საქმეები 8:9 “9 იმავე ქალაქში იყო ერთი კაცი, სახელად სიმონი, გრძნეულებას რომ მისდევდა უწინ, აცვიფრებდა სამარიელებს და დიდ ვინმედ მოჰქონდა თავი.
საქმეები 16:16 “მოხდა ისე, რომ სამლოცველოში მიმავალთ შემოგვხვდა ერთი მხევალი, რომელსაც ჰქონდა პითონის სული და თავისი მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს.”
საინტერესოა, პითონი გველია, ხოლო გველი საღვთო წერილში სატანას უკავშირდება (დაბადება 3:1-15; გამოცხადება 12:9; 20:2).
ასე რომ, სატანა არის მთელი ოკულტიზმის თავდაპირველი წყარო.
ეს მისი მოძღვრებაა?
ადამიანი, რომელიც ოკულტიზმით მოქმედებს, სატანას გადაეცა.
გამოსვლა 22:18 “ჯადოქარი ცოცხალი არ დატოვო.”
ლევიანნი 19:26 “ნურაფერს შეჭამთ სისხლთან ერთად. ნუ იჯადოქრებთ და ნუ იმკითხავებთ.”
ლევიანნი 19:31 “ნუ მიმართავთ მესულთანეებს და მჩხიბავებს, ნუ გაიუწმიდურებთ თავს. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი!”
ლევიანნი 20:6 “თუ ვინმე ჯადოქრებს და მკითხავებს მიმართავს, რომ მათ კვალზე იუკუღმართოს, მე პირს მივაპყრობ მას და მოვკვეთ თავისი ხალხის წიაღიდან.”
ლევიანნი 20:27 “თუ ვინმე აღმოჩნდა თქვენში ჯადოქარი ან მკითხავი, კაცი იქნება თუ ქალი, უნდა მოკვდეს, ქვებით უნდა ჩაქოლონ. მათზეა მათი სისხლი.”
ოკულტიზმი სატანის ხრიკია
მეორე რჯული 18:9-14
9 “როცა შეხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს შენ უფალი, შენი ღმერთი, ნუ დაეჩვევი სისაძაგლეთა ჩადენას იმ ხალხის მსგავსად:
10 ნუ იქნება შენს შორის თავისი ვაჟისა და ასულის ცეცხლში გამტარებელი, ჯადოქარი, მომნუსხველი, მარჩიელი, მსახვრალი,
11 გრძნებით შემკვრელი, მესულთანე, მჩხიბავი და მკვდართა გამომკითხველი,
12 რადგან საძაგელია უფლისათვის ყოველივე ამის გამკეთებელი და ამ სისაძაგლის გამო დევნის მათ შენგან უფალი, შენი ღმერთი.
13 სრული იყავი უფალთან, შენს ღმერთთან,
14 რადგან ეს ხალხები, რომელთაც შენ განდევნი, გრძნეულებს და ჯადოქრებს უსმენენ, შენთვის კი ამის ნება არ მოუცია უფალს.”
ის მცირედით იწყება, მაგრამ ზედმეტად ძლიერდება:
1 სამუელის 15:23 “რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა, ერთი ცოდვაა კერპთაყვანისმცემლობა და სიჯიუტე. რაკიღა მოიძულე უფლის სიტყვა, ისიც მოიძულებს შენს მეფობას.“
ესაია 8:19 “თუ გითხრეს: დაეკითხეთო მესულთანებს და ჯადოქრებს, რომ ჩურჩულებენ და სტვენენო, განა თავის ღმერთს არ ეკითხება ხალხი, განა მკვდრებს ეკითხება ცოცხალთა გამო?”
სატანა იტაცებს და ატყვევებს ხალხს.
ოკულტიზმში დემონური კონტროლის ქვეშ მყოფთა შვილებიც დემონების კონტროლქვეშ ინებებიან.
რამდენიმე რეალურად დასაფიქრებელი საკითხი
პორნოგრაფია
თამაშები
ფილმები
სატელევიზიო სერიალები
ოკულტიზმი იწვევს შეპყრობას.
შეპყრობა ნიშნავს ერთი ან მრავალი ბოროტი სულის მიერ ადამიანის დაუფლებას.
ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ამისკენ ხსნის კარს.
ზეგავლენის მოხდენა, დაჩაგვრა, შევიწროება და შეპყრობა ერთმანეთისგან განსხვავდება.
მათე 16:21-23
“21 მას აქეთ დაიწყო იესომ თავისი მოწაფეებისთვის იმის გამხელა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს, დაეთმინა მრავალი ტანჯვა უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სასიკვდილოდ მიეცა თავი, და აღმდგარიყო მესამე დღეს.
22 მაშინ გაიხმო იგი პეტრემ, კიცხვა დაუწყო და უთხრა: შორს შენგან, უფალო; ღმერთმა ნუ ქნას ეგ!
23 ხოლო ის მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: გამშორდი, სატანა! ჩემი საცთური ხარ! რადგან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას.
1 თესალონიკელთა 2:18 “ამიტომაც იყო, რომ ჩვენ, მეტადრე, მე – პავლემ, დავაპირეთ თქვენთან წამოსვლა, მაგრამ სატანამ დაგვაბრკოლა.”
შეპყრობის სიმპტომები
სიმპტომები წმ. წერილში არის აღნიშნული, რომელიც დემონურ ძალას უკავშირდება.
მათეს 9:32-33-ში ვხედავთ, როგორ იწვევს დემონი ფიზიკურ დაავადებას.
32 ხოლო მათი გამოსვლისთანავე მიჰგვარეს მას ერთი კაცი, მუნჯი და ეშმაკეული.
33 და როცა ეშმაკი განდევნილ იქნა, მუნჯმა ენა ამოიდგა; უკვირდა ხალხს და ამბობდა: არ მოსწრებია ისრაელს ამგვარი რამე.
მათეს 17:15-ში ჩანს მენტალური დისფუნქცია (გამოქვაბულში მცხოვრები კაცები; 7 წლის მანძილზე გაცხოველებული ნაბუქოდონოსორი)
დეპრესია, სუიციდი, საკითხებისადმი გულგრილობა, სიმწარე, ნარკომანია, დემონური უნარი, ცხოველური სურვილები, ვერ იტანენ წმიდა წერილის კითხვას, მრავალ პიროვნებას.
როგორ ხდება ეს?
1 კორინთელთა 10:14-22
14 ასე რომ, ჩემო საყვარელნო, ეკრძალეთ კერპთმსახურებას.
15 მოგმართავთ როგორც გონიერთ: თავად განსაჯეთ, რას ვამბობ.
16 კურთხევის სასმისი, რომელსაც ვაკურთხებთ, განა ზიარება არ არის ქრისტეს სისხლისა? ან ეს პური, რომელსაც ვტეხთ, განა ზიარება არ არის ქრისტეს ხორცისა?
17 ერთია პური, ჩვენ კი, მრავალნი, ერთი სხეული ვართ, რადგან ყველანი ერთსა და იმავე პურს ვეზიარებით.
18 იხილეთ ისრაელი ხორციელად: განა ისინი, რომელნიც ჭამენ მსხვერპლს, სამსხვერპლოს თანაზიარნი არ არიან?
19 მაინც რას ვამბობ? იმას, რომ კერპი რაღაცაა და კერპთათვის შენაწირიც რაღაცას ნიშნავს?
20 არა, იმას რომ მსხვერპლს, რომელსაც სწირავენ ისინი, დემონებს სწირავენ და არა ღმერთს, მე კი არ მინდა, რომ დემონთა ზიარნი იყოთ.
21 არ შეგიძლიათ სვათ სასმისი უფლისა და სასმისი დემონებისა; არ შეგიძლიათ ეზიაროთ ტაბლას უფლისას და ტაბლას დემონებისას.
22 ნუთუ შურს აღვუძრავთ უფალს? განა მასზე ძლიერნი ვართ?
ჩარევა, საცოდავ ნივთებთან თამაში
გადასული, გადაცემული
შეიძლება იყოს ეშმაკის წინააღმდეგობის გაწევის ფორმაც
იაკობის 4:7 “მაშ, დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და უკუიქცევა თქვენგან.”
2 კორინთელთა 2:10-11
10 ხოლო ვისაც რას მიუტევებთ, ასევე მეც; რადგან ვისაც რა მივუტევე, თქვენი გულისთვის მივუტევე ქრისტეს წინაშე.
11 რათა არ ვიძლიოთ სატანის მიერ, ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია მისი ზრახვანი.
ალბათ იკითხავთ, შესაძლოა თუ არა მორწმუნე შეპყრობილი იყოს? – არა.
იოანე 10:28 “მე ვაძლევ მათ საუკუნო სიცოცხლეს; არ წარწყმდებიან უკუნისამდე და ვერავინ მომტაცებს მათ.”
2 კორინთელთა 6:14 “… რაა საერთო ნათელსა და ბნელს შორის?“
ეფესელთა 4:27 “ადგილს ნუ დაუთმობთ ეშმაკს.”
ნება მომეცით ამის გამოცდის მეთოდი მოგცეთ…
1 იოანეს 4:1-3 იკითხეთ: ქრისტე ხორციელად მოვიდა?
1 საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად.
2 ამით იცნობთ ღვთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღვთისაგან არის.
3 ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ღვთისაგან კი არ არის, არამედ ესაა სული ანტიქრისტესი, ვისზედაც გსმენიათ, მოვაო, და მოვიდა კიდეც ქვეყნად.
1 კორინთელთა 12:3 იესო ქრისტე უფალია?
“ამიტომაც გაუწყებთ, რომ ვერავინ, ვისაც ღვთის სული ალაპარაკებს, ვერ იტყვის, იესო შეჩვენებულიაო, და ვერც უფალს უწოდებს იესოს, თუ არა სულით წმიდით.”
1 იოანე 5:6-7 იესოს ღვთიური ბუნება.
6 ეს არის იესო ქრისტე, რომელიც მოვიდა წყლითა და სისხლით; არა მარტო წყლით, არამედ წყლითა და სისხლით; და ამას მოწმობს სული, რადგანაც სულია ჭეშმარიტება.
7 ვინაიდან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა, ხოლო ეს სამი ერთია.
ეგზორციზმი – დემონების განდევნა
ვინ დევნის დემონებს?
მარკოზი 1, 3, 5 ,7 იესო დევნიდა დემონებს
მოციქულები – მათე 10:1 მარკოზი 3:14-15
მოწაფეები დევნიდნენ დემონებს ლუკა 10:17
როგორ?
იესოს სახელით ლუკა 10:17
სულიწმიდის ძალით მათე 12:28
ბრძანებით მათე 8:16
რწმენით მათე 17:18-20
ლოცვა და მარხვა მათე 17:21
დემონების ბოლო ჯოჯოხეთის ცეცხლია.
2022-03-31 უკან დაბრუნება