სიბრძნე მემკვიდრეობას სჯობს, და დიდად სარგოა მზის მჭვრეტელთათვის.
ეკლესიასტე 7:11მარადიული სასჯელი
ჯოჯოხეთი არის ადგილი, სადაც ბოროტება არის მოთავსებული, იქნება ეს ბოროტი ადამიანი თუ ბოროტი ანგელოზი.
ბიბლია გვასწავლის, რომ ადამიანის სამშვინველი (ებრაელთა 4:12) სიკვდილის შემდეგ გონზე ყოფნით (სრული მეხსიერებითა და პიროვნებით) აგრძელებს არსებობას. ვინც იესო ქრისტეს რწმენის მეშვეობით ღმერთის მიერ მონიჭებულ მარადიული სიცოცხლის საჩუქარს უარყოფს, მარადიული სასჯელით დაიტანჯება.
მათეს 25:41 ამბობს, “მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული.”
- სატანა არ ბატონობს და ვერ იბატონებს იქ.
- ჯოჯოხეთი ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის შეიქმნა.
- ის ღმერთმა იმ ანგელოზთა განსაკითხავად მოამზადა, რომლებიც სატანას გამოყვნენ მისი აჯანყებისას.
- ჯოჯოხეთი ბოროტების მარადიული სათავსოა.
- ჯოჯოხეთი ცუდი არ არის იმ გაგებით, რომ ღმერთმა რაღაც ცუდი შექმნა.
ჯოჯოხეთი ადამიანისთვის არ შექმნილა, მაგრამ ის თავის ბედს საკუთარი თავისუფალი ნებით ირჩევს – გაიგზავნოს ჯოჯოხეთში იმიტომ, რომ უარყო იესო ქრისტეს ხსნის საჩუქარი, რომელიც გვეძლევა მთელი კაცობრიობის მაგიერ მაცხოვრის სიკვდილითა და მესამე დღეს აღდგომით.
ჯოჯოხეთი არის ადგილი, სადაც ბოროტება არის მოთავსებული, იქნება ეს ბოროტი ადამიანი თუ ბოროტი ანგელოზი.
ღმერთმა ჯოჯოხეთისგან თავის დაღწევის მხოლოდ ერთადერთი გზა მოგვცა. ეძებე ხსნა, თუ გინდა, რომ მარადიულ ტანჯვას თავი დააღწიო.
ის გვიხსნის რისხვისგან!
ღმერთის რისხვასა და სასჯელზე (მათთვის, ვინც უარყოფს მისი ხსნის გზას) მთელი ბიბლია საუბარს.
გამოცხადება 6:15-17 “ქვეყნის მეფენი და მთავარნი, ათასისთავნი, მდიდარნი და ძლიერნი, ყოველი მონა და თავისუფალი მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებს შეეფარნენ. და მთებსა და კლდეებს შებღავლეს: დაგვემხეთ თავს და ტახტზე მჯდომარის სახისა და კრავის რისხვისაგან დაგვფარეთ; ვინაიდან მოვიდა დიადი დღე მათი რისხვისა, და ვინ შეიძლებს დადგომას?”
იოანე 3:36 “ვისაც სწამს ძე, აქვს საუკუნო სიცოცხლე, ხოლო ვისაც არა სწამს ძე, ვერ იხილავს სიცოცხლეს, და რისხვა ღმრთისა არ დაუტევებს მას.”
2 თესალონიკელთა 1:8-9 “რათა ცეცხლის ალით იძიოს შური მათზე, ვინც არ სცნობს ღმერთს და ეურჩება ჩვენი უფლის იესოს სახარებას, ვინც სასჯელად მიიზღავს საუკუნო წარწყმედას უფლის სახისა და მისი ძალმოსილების დიდებისაგან,”
და ესაია 66:22-24 “რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც შევქმნი, წარდგებიან ჩემს წინაშე, ამბობს უფალი, ასევე წარდგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი. მაშინ იქნება, რომ ახალი მთვარიდან ახალ მთარემდე, შაბათიდან შაბათამდე, მოვა ყოველი ხორციელი ჩემს წინაშე სათაყვანოდ, ამბობს უფალი. გამოვლენ და იხილავენ ჩემი შემცოდე ხალხის გვამებს, რადგან მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება. და შესაზიზღი იქნებიან ყოველი ხორციელისთვის.”
არა მხოლოდ უფლის რისხვისთვისაა ეს ადგილი შემონახული, არამედ სასჯელისთვისაც – შეგნებული სასჯელი, შინაგანი ტანჯვა.
2 პეტრეს 2:9 “მაშასადამე, იცის ღმერთმა, როგორ დაიხსნას ღვთისმოსავნი განსაცდელისაგან, უკეთურნი კი განკითხვის დღისათვის შემოინახოს განსასჯელად;”
მათე 25:46 “და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი – საუკუნო სიცოცხლეში.”
ბიბლია ჯოჯოხეთის ფიზიკურ აღწერას გვაძლევს და ამბობს, რომ ის მარადიული სამსჯავროა.
იუდა 1:13 “ზღვის მძვინვარე ტალღები, თავიანთივე სირცხვილით აქაფებულნი, ცთომილი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც საუკუნოდ გამზადებულია ბნელეთის უკუნი.”
გამოცხადება 20:10 ამტკიცებს, რომ ის მარადიულია, “ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე.”
2 პეტრეს 2:4 “რადგან თუ ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვის დღემდე დასამარხავად;”
ჯოჯოხეთი – აქ: ტარტაროზი; მკვდართა სამყოფელი
გამოცხადების 14:9-11-ზე დაყრდნობით ჯოჯოხეთი არის ცეცხლი, რომელიც მარადიულად ანთია და არ ქრება:
“მათ მოჰყვა მესამე ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღიბეჭდავს მისი ნიშნით, ისიც შესვამს ღვთის რისხვის ღვინოს, შეუზავებლად ჩასხმულს მისი მრისხანების სასმისში, და ეწამება გოგირდითა და ცეცხლით წმიდა ანგელოზთა და კრავის წინაშე. კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე და არც დღისით და არც ღამით აღარ ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ და მისი სახელის ნიშნით აღბეჭდილთ.”
გამოცხადება 14:9-11
***აირჩიე სიცოცხლე!
2022-03-31 უკან დაბრუნება