სიბრძნე მემკვიდრეობას სჯობს, და დიდად სარგოა მზის მჭვრეტელთათვის.
ეკლესიასტე 7:11ღმერთი არსებობს
თერმოდინამიკის მეორე კანონი – “დახურულ სისტემაში არსებული გამოყენებადი ენერგიის რაოდენობა მცირდება”.
ჩვენს გარშემო ქმნილებებში, ფიზიკურ კანონებსა და სიცოცხლეში ნათლად ვხედავთ მოწმობას, რომ ღმერთი რეალურია.
ღმერთის არსებობა (ებრაელთა 11:6; საქმეების 17:22-34)
რაიმეს არსებობა გამოწვეულია სხვა რაიმეს მიერ (ყველა შედეგს აქვს გამომწვევი მიზეზი)
სამყარო არსებობს (სამყარო არის შედეგი)
ამიტომაც რაიმე მიზეზს უნდა გამოეწვია სამყაროს არსებობა
ფსალმუნი 101:25-27
”25 უწინ დედამიწა დააფუძნე და შენთა ხელთა ნასაქმარია ზეცა.
26 ისინი დაიღუპებიან, შენ კი იარსებებ; ყველანი ტანსაცმელივით დაძველდებიან; სამოსელივით გამოიცვლი მათ და შეიცვლებიან.
27 შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დაილევიან.”
ებრაელთა 1:10-12
”10 და: „თავდაპირველად შენ დააფუძნე, უფალო, მიწა, და შენი ხელით შეიქმნენ ცანი.
11 ისინი გარდავლენ, ხოლო შენ წარუვალი ხარ, და ყველაფერი დაძველდება, როგორც სამოსი.
12 სამოსივით შეგრაგნი მათ და შეიცვლებიან, თავად კი უცვლელი ხარ, და არასდროს დასრულდება შენი წლები“.
ბიბლია თერმოდინამიკის მეორე კანონთან შეთავსებადია.
თერმოდინამიკის მეორე კანონი – “დახურულ სისტემაში არსებული გამოყენებადი ენერგიის რაოდენობა მცირდება”. ამ პროცესს მეცნიერულად ენტროპია ჰქვია. სამყარო რომ მარადიული იყოს, დედამიწის ენერგია არასოდეს გაიხარჯებოდა და წონასწორობის მდგომარეობაში იქნებოდა. უსასრულო სამყაროს ექნებოდა ენერგიის უსასრულო მარაგი, მაგრამ ჩვენი დედამიწა ხარჯავს თავის ენერგიას.
თერმოდინამიკის პირველი კანონი – ბევრი იყენებს თერმოდინამიკის პირველ კანონს, რომელიც ამბობს, რომ “ენერგია არ იქმნება და არ ნადგურდება. ის მუდამ არის.” ამით ამტკიცებენ, რომ სამყარო მარადიულია. კანონი უფრო სწორად უნდა იყოს გადმოცემული: “ჩვენი დაკვირვების მიხედვით, არსებული ენერგიის რაოდენობა არ იცვლება. ის მუდამ იგივეა.” ეს შესწორებული მტკიცებულება ახლა უკვე დაკვირვებას ემყარება და არა ფილოსოფიას, რადგან ის არ აცხადებს, რომ რაიმე შესაძლოა არსებობაში მოვიდეს ან არარსებობაში მოვიდეს. (ფილოსოფია მეცნიერების წინააღმდეგ)
ფარდობითობის ზოგადი თეორია: აინშტაინის თეორია გვაძლევს იმის დასტურს, რომ სამყაროს აქვს დასაწყისი. ის აცხადებს, რომ დროს, სივრცესა და მატერიას უნდა ჰქონოდათ დასაწყისი, რადგან ისინი თანაფარდობითი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვერ იარსებებენ, აუცილებლად უნდა იყოს სამივე. მაშასადამე მატერია არაფრისგან შეიქმნა, ასევეა დროც და სივრცეც, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ სასრული და არ არიან მარადიული.
ჯასტროუს ცნობა / Jastrow’s Summary – რობერტ ჯასტროუ, ნასას მეცნიერი და აგნოსტიკოსი, წერს ”მეცნიერება ამბობს, რომ სამყარო გარკვეულ მომენტში მომხდარი აფეთქების შედეგად არსებობს… მაშ არაფრისგან შეიქმნა სამყარო, თუ მანამდე არსებული მატერიებისგან შეიკრა? და მეცნიერება ამ კითხვას ვერ პასუხობს, რადგან ასტრონომები ამბობენ, რომ თავდაპირველად სამყარო შეკუმშული იყო ექსტრაორდინალურ დონემდე და ადამიანისთვის წარმოუდგენელმა სიცხემ და ცეცხლმა მოიცა… მეცნიერთა მიერ წარსულის ძიება მთავრდება შექმნის მომენტში… ამბავი იმ მეცნიერისა, რომელმაც მიზეზ-შედეგობრიობის რწმენით იცხოვრა, ცუდი სიზმარივით მთავრდება.
ის ადის უცოდინრობის მთაზე; უმაღლესი მწვერვალის დაპყრობას აპირებს; და როცა უკვე მიაღწევს მას, იქ თეოლოგთა ბანდა შეეგებება, რომლებიც უკვე საუკუნეებია იქ სხედან.” (ღმერთი და ასტრონომები, გვ. 114-16)
რიჩარდ დოკინსი ამტკიცებს, რომ “ადამიანის ერთ უჯრედში ინფორმაციის იმდენი ტევადობაა, რომ ენციკლოპედია ბრიტანიკის 30-ივე ტომს, სრულად დაიტევს 3-ჯერ ან 4-ჯერ… შროშანის თესლის ერთი მარცვლის დეენემში ან თუნდაც სალამანდრის სპერმაში ინფორმაციის იმდენი ტევადობაა, რომ ენციკლოპედია ბრიტანიკა 60-ჯერ მოთავსდება. ამების (რომელთაც უსამართლოდ ეწოდებათ “პრიმიტიული” არსებები) ზოგიერთი სახეობის დეენემი ენციკლოპედია ბრიტანიკას 1000-ჯერ დაიტევს.”[1]
[1] Richard Dawkins, The Blind Watchmaker: Why the Evidence of Evolution Reveals a Universe Without Design (New York: Norton, 1986, 1987, 1996), 116. See Michele Behe, Darwins Black Box: The Biochemical Challenge to Evolution (New York: The Free Press, 1996); Michael Denton, Evolution: A Theory in Crisis; Stephen Jay Gould, The Panda’s Thumb (New York: Norton, 1982), 182.
2022-03-31 უკან დაბრუნება