ეთიკა

ღმერთმა კაცობრიობას თავისი მცნებების მეშვეობით მარტივი საზღვრები დაუწესა და ამით იმის საფუძველი მისცა, რომ იფუნქციონეროს, როგორც სხვადასხვაგვარმა საზოგადოებამ.

ეთიკის ფილოსოფიური სწავლება ტრიალებს იმ საკითხების გარშემო, თუ რა არის სწორი, კარგი და მორალური.

თუ გვინდა მრავალფეროვან საზოგადოებაში მოქცევის წესებში უფრო ღრმად გავერკვიოთ, მაშინ ეთიკა უნდა შევისწავლოთ. ამ საკითხების გადაწყვეტა სრულიად ადამიანზე ვერ იქნება დამოკიდებული. ინდივიდუალთა ჯგუფი მორალს მთელი კაცობრიობისათვის ვერ განსაზღვრავს იმის მიხედვით, თუ ზოგადად ლიდერი ჯგუფის სტანდარტებზე დაყრდნობით როგორ აღიქმება ‘კარგი’.

ღმერთმა მმართველობის პერსპექტივები თავის სიტყვაში, წმინდა წერილში, ათი მცნებისა და სხვა მცნებების მეშვეობით ნათლად გვაუწყა.

მაგალითად, არავინ უნდა კლავდეს თავის ნებაზე, იპარავდეს სხვისგან ან ცხოვრობდეს სრულ დაუმორჩილებლობაში მშობლებისა თუ ღმერთის მიმართ.

ღმერთმა კაცობრიობას თავისი მცნებების მეშვეობით მარტივი საზღვრები დაუწესა და ამით იმის საფუძველი მისცა, რომ იფუნქციონეროს, როგორც სხვადასხვაგვარმა საზოგადოებამ.

ქრისტიანებს, სამოქალაქო საზოგადოებისგან განსხვავებით, ბევრი სხვა ეთიკაც მიეცათ, როგორიცაა: გიყვარდეთ სხვა ადამიანები; იზრუნეთ ქვრივებსა და ობლებზე; გახსოვდეთ ღარიბები; ყველგან გაავრცელეთ ღმერთის უწყება, რომელსაც ცვლილება მოაქვს; იქონიეთ მოზიარეობა ერთმანეთთან; ღმერთის სიტყვის შესწავლითა და თქვენს ცხოვრებაში გადმოტანით განაგრძეთ ზრდა რწმენიდან რწმენაში; და სხვა.

ნორმან გეიზლერი: “ეთიკა აღწერს თუ რა არის მორალურად სწორი და არასწორი. ქრისტიანული ეთიკა აღწერს იმას, თუ ქრისტიანისთვის რა არის მორალურად სწორი და არასწორი.”

ნორმან გეიზლერი, ქრისტიანული ეთიკა: არჩევანი და პრობლემები (Grand Rapids: Baker, 1989), 17.

ზოგიერთი მუხლი:

გამოსვლა 20:2-17 – (10 მცნება)
2 მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტელთა ქვეყნიდან, მონობის სახლიდან. 3 არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები. 4 არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. 
5 არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში. 6 ათასწილ სიკეთის მზღველი ჩემს მოყვარულთათვის და ჩემი მცნებების დამმარხველთათვის. 
7 არ დაიფიცო ფუჭად უფლის, შენი ღვთის სახელი, რადგან დაუსჯელი არ გადაურჩება უფალს მისი სახელის ფუჭად მოფიცარი. 
8 გახსოვდეს შაბათი დღე, რომ წმიდა ჰყო იგი. 9 ექვს დღეს იმუშავე, და აკეთე შენი საქმეები; 10 მეშვიდე დღე კი უფლის, შენი ღვთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთოთ, არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა ყმამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა მდგმურმა, სახლში რომ გყავს. 11 რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, და მეშვიდე დღეს შეისვენა; ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი. 
12 პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც უფალს, შენს ღმერთს მოუცია შენთვის. 
13 არა კლა. 
14 არ იმრუშო. 
15 არ იქურდო. 
16 არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი თვისტომის წინააღმდეგ. 
17 არ ინდომო შენი თვისტომის სახლი; არ ინდომო შენი თვისტომის ცოლი, არც მისი ყმა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი, არც არაფერი მისი ქონებიდან.

მათე 22:37-40
37 ხოლო იესომ მიუგო მას: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით. 
38 ეს არის პირველი და მთავარი მცნება. 
39 და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. 
40 ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი.

მათე 28:19-20
19 მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; 
20 ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ.

მარკოზი 16:15 – და უთხრა მათ: წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას. 

გალატელთა 2:10 – მხოლოდ უნდა გვხსომებოდა ღატაკნი, და მე გულმოდგინედ ვცდილობდი ამესრულებინა ეს. 

ებრაელთა 3:13 – არამედ ყოველდღე შეაგონეთ ერთმანეთს, ვიდრე არ ითქმის „დღესო“, რათა არცერთი თქვენგანი არ გაქვავდეს ცოდვის საცდურით. 

ებრაელთა 10:25 – ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს, და მით უფრო მეტად, რაც უფრო აშკარად გრძნობთ იმ დღის მოახლოებას. 

იაკობის 1:27 – წმიდა და უმწიკვლო მსახურება ღვთისა და მამის წინაშე ისაა, რომ გაჭირვებაში მიხედო ქვრივ-ობლებს და ამ ქვეყნისაგან შეურყვნელად დაიცვა თავი.

2 პეტრეს 3:18 – არამედ იზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლითა და შემეცნებით. დიდება მას აწ და მარადის. ამინ. 

1 იოანეს 1:3 – რაც ვისმინეთ და ვიხილეთ, იმას გაუწყებთ, რათა თქვენც ეზიაროთ ჩვენთან ერთად, ხოლო ჩვენ ვეზიარებით მამას და ძეს მისას – იესო ქრისტეს.

2022-03-31 უკან დაბრუნება