სიბრძნე მემკვიდრეობას სჯობს, და დიდად სარგოა მზის მჭვრეტელთათვის.
ეკლესიასტე 7:11როგორ შევისწავლოთ ბიბლია
ბიბლიის შესწავლის მიზანია, ვიცოდეთ და გვესმოდეს რას ამბობს იგი. ბიბლია გასაგებ ენაზეა დაწერილი, რათა ყველამ აღიქვას.
გვიანი ღამეები, დამძიმებული თვალები და დავალებების შესრულება, ვადის ამოწურვიდან რამდენიმე წუთით ადრე, სტუდენტური ცხოვრების ნაწილია. კითხვა და სწავლა ყოველთვის სასიამოვნო მოგონებებთან არ ასოცირდება, ამიტომ, როდესაც ადამიანებს ეუბნებიან, რომ მათ ბიბლია უნდა ისწავლონ, ნაკლებად მიმზიდველი შეიძლება ჩანდეს, ვიდრე სხვა საკითხები ცხოვრებაში. რატომ? იმიტომ, რომ ძალისხმევა და მუშაობა სჭირდება, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო თავგადასავალია! ეს იმას გავს, როდესაც დიდი ხნის მეგობარი გყავს, მასთან ღრმა საუბრები გაქვს და მისი ისეთ მხარეს გაიცნობ, რომელი აქამდე არასოდეს გინახავს! იესოსთან ჩვენი ურთიერთობაც ამას ჰგავს - ის ჩვენს სიღრმეებს ესაუბრება და მის შესახებს ისეთ რაღაცეებს ვიგებთ, რაც აქამდე არასოდეს ვიცოდით.
ბიბლიის შესწავლის მიზანია, გავიგოთ რას ამბობს იგი. ბიბლია გასაგები ენით არის დაწერილი. იესო იყენებდა ისტორიებს, ე.წ. იგავებს, რომელთა გაგებას უბრალო ადამიანებიც შეძლებდნენ. ბიბლია 66 წიგნისაგან შედგება და თითოეული ღვთივსულიერია, სულიწმინდის შთაგონებით არის დაწერილი. ასევე მიიჩნევა, რომ ბიბლია არის ლიტერატურული წიგნი, მაგრამ ღვთაებრივად ლიტერატურული წიგნი. 1 კორინთელთა 2:14 ამბობს: ,,მაგრამ მშვინვიერი კაცი არ შეიწყნარებს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, რადგანაც სიშლეგედ მიაჩნია და ვერ მიმხვდარა, რომ ეს სულიერად უნდა განსაჯო”. და ამ ღვთიური ბუნების გამო, უფლის სიტყვას აქვს ღვთიური ხარისხები. ებრაელთა 4:12 ამბობს: ,,ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფამდე, და განსჯის გულის ზრახვებსა და აზრებს”. უფლის სიტყვა და სულიწმინდა ერთობლივად მუშაობენ მორწმუნის ცხოვრებაში, რომ ამხილონ, გამოასწორონ, გაამხნევონ, ანუგეშონ და ა.შ. ,,მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში. რათა მზად იყოს ღვთის კაცი და აღჭურვილი ყოველი კეთილი საქმისთვის” (2 ტიმოთეს 3:16, 17). უფლის სიტყვა სხვა წიგნებს არ ჰგავს და მას არც რამე უნდა დავუმატოთ ან გამოვაკლოთ.
იმედი მაქვს, რომ თუ ამას კითხულობ უკვე გაქვს ურთიერთობა ღმერთთან იესო ქრისტეს რწმენის მეშვეობით. თუ არა, მაშინ ვიმედოვნებ, რომ წაიკითხავ სტატიას ხსნის შესახებ და იმაზე თუ რა გააკეთა ქრისტემ ჯვარზე, რომ აღდგა მკვდრეთით და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი ცოდვებისგან გადავერჩინეთ. თუ კი უკვე მორწმუნე ხარ, უფლის სიტყვასთან მიდიხარ, რომ ღმერთისგან მოისმინო, დაიწყე ლოცვით და სთხოვე მას, რომ წარგიძღვეს, დაგანახოს ის, რაც უნდა, რომ დაინახო კონკრეტულად. ილოცეთ, რომ ის დაგეხმაროთ ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადაცემაში (2 ტიმოთეს 2:15). უფლის სიტყვა ძვისრფასი და ყველადროულია, გამოყენებადია და სიფრთხილით უნდა ისწავლებოდეს.
ლოცვის შემდეგ, საიდან იწყებ ბიბლიის კითხვას?
სასარგებლოა, რომ აირჩიო ბიბლიის ერთ-ერთი წიგნი და პირველივე მუხლიდან დაიწყო, მიყვე თავებისა და მუხლების მიმდევრობას. წაკითხვისას კონკრეტულ მუხლებზე გაგიმახვილდება ყურადღება და კარგი იქნება თუ ამ მუხლებზე ფიქრს დაუთმობ დროს. შესწავლისას შეიძლება გამოიყენო დამხმარე სახემძღვანელო, მაგალითად, ლექსიკონი, ენციკლოპედია, ეტიმოლოგიური ლექსიკონი და პარალელური ადგილები. თუ პირველად იწყებ უფლის სიტყვის შესწავლას, კარგი იქნება 4 სახარებიდან (მათე, მარკოზი, ლუკა ან იოანე) ერთ-ერთი აირჩიო. ოთხივე ქრისტეს შესახებ, მის ცხოვრებაზე, სიკვდილზე და აღდგომაზე საუბრობს. ხსნის თემის გასაგებად რომაელთა მიმართ წერილი დაგეხმარებათ. იაკობის წერილი კი ძალიან პაქტიკული წერილია იმაზე თუ როგორ ვიცხოვროთ, როგორც ქრისტეს მიმდევრებმა. ფილიპელთა და ეფესელთა მიმართ წერილები გამამხნევებელი წერილებია. ძველ აღთქმაში კარგია დაბადების წიგნი, სადაც სამყაროს შექმნაზე და ისრაელიანი ერის ჩამოყალიბებაზე წაიკითხავთ. ფსალმუნები ქებისა და გამხნევების საგალობლებია. ზოგიერთ ადამიანს კი უყვარს იგავების წიგნის თითო თავის წაკითხვა ყოველდღიურად, რადგან 31 თავისგან შედგება. ილოცე, რომ ღმერთი დაგეხმაროს იმის არჩევაში თუ საიდან დაიწყო კითხვა.
ავირჩიე ბიბლიის წიგნი, ახალა რა უნდა ვქნა?
ჯერ წაიკითხე, რომ მთლიანი სურათი დაინახო. მთელი ისტორია წაიკითხე. თუ ბიბლიის პატარა წიგნს კითხულობ, ჯერ მთლიანი წიგნი წაიკითხე . თუ გრძელი წიგნია, წაიკითხე ის თავი, რომელსაც იმ დღეს შეისწავლი. მთლიანი სურათის დანახვა უმჯობესია, რადგან კონტექსტიდან ამოღებული ცალკეული მუხლი შესსაძლოა სრულიად არასწორად იქნეს გაგებული და მისი მნიშვნელობა, მიზანი და განმარტება არასწორად აღვიქვათ.
დასვი შეკითხვები. მიყევი თითოეულ მუხლს და დასვი რამდენიმე შეკითხვა. თითოეული აბსურდული შეკითხვა თანდათან სიღრმისეულამდე მიგიყვანს, ამიტომ თოთოეულ მუხლზე იმდენი შეკითხვა დასვით, რამდენიც შეგიძლიათ. ზოგჯერ ისიც გეხმარება, რომ დასვა შეკითხვები, რომელთა პასუხებიც უკვე იცი!
ხელახლა წაიკითხე. წაიკითხე მონაკვეთი რამდენჯერმე, სანამ მოკლე შინაარსის გადმოცემას არ შეძლებ. მოკლე შინაარსი შეიძლება გადმოსცე წერილობით ან ზეპირად. რას გვეუბნება თითოეული მონაკვეთი თუ მუხლი? შეიძლება განმეორებად მოქმედებად მოგეჩვენოთ, მაგრამ რაც უფრო მეტჯერ წავიკითხავთ მონაკვეთს, მით მეტი შანსია, უფალმა გამოგვიცხადოს ჭეშმარიტება ამ მონაკვეთების მეშვეობით!
გადახედე შენს შეკითხვებს. თვალი გადაავლე დასმულ შეკითხვებს და მათგან ამოირჩიე რამდენიმე, რომლებზეც ყურადღებას გაამახვილებ. ბიბლიის შესწავლა არ უნდა იყო ემოციურად დამღლელი, ამიტომ აიღე იმდენი შეკითხვა, რამდენსაც ფიქრობ, რომ დაძლევ. შემდეგ, გამოიყენე ბიბლიის წყაროები, რომლებიც შენთვის ხელმისაწვდომია: ბიბლიის ლექსიკონები, ენციკლოპედიები, კომენტარები და სხვ. ასევე სასარგებლოა თუ უფრო მომწიფებულ, ზრდასრულ ქრისტიანს შეეკითხები წაკითხულზე. თუ ამ ყველაფრის შესაძლებლობა არ გაქვს იცოდე, რომ ყველაფერი, რაც გჭირდება, შენთან არის და შენს წინაა. თუ გყავს სულიწმინდა და გაქვს ბიბლია, მაშინ ყველაფერი გაქვს, რაც გჭირდება. სულიწმინდით შთაგონებულმა იოანემ დაწერა: ,,ცხებულება კი, მისგან რომ მიიღეთ, თქვენში რჩება და არ გჭირდებათ, რომ ვინმემ გასწავლოთ; არამედ მისი ცხებულება გასწავლით ყველაფერს, ის არის ჭეშმარიტი და უტყუარი; რასაც ის გასწავლით, იმაში დარჩით” (1 იოანეს 2:27).
როდესაც მონაკვეთს ჩაუღრმავდები გახსოვდეს, რომ წერილი გაიაზრო სიტყვა-სიტყვთ და ფრაზობრივად. თითოეული ნაწილი დაკავშირებულია წინასთან. მას შემდეგ, რაც გაიაზრებთ სწავლებასა თუ დოქტრინას, უნდა დარწმუნდეთ, რომ შეესაბამება თქვენს წაკითხულს მთლიანობაში (წიგნის ან მონაკვეთის მთლიანი სურათი). თუ არ შეესაბამება, ალბათ, არასწორად განმარტეთ ან არასწორად გაიგეთ მონაკვეთი, ამიტომ ხელახლა ჩაუკვირდით. ყველაფერი წერილის კონტექსტში უნდა ჯდებოდეს. წიგნის კონტექსტის მიყოლა დაგეხმარება მის სწორად განმარტებაში და ცხოვრებაში სწორ და შესაბამის დოქტრინას გამოიყენებ. წერილების განმარტებისთვის მნიშვნელოვანია წერილებისვე გამოყენება. რას ვგულისხმობთ ამაში?
მოდით, ცოტა ვისაუბროთ პარალელების გავლებაზე და ანალოგიებზე:
ანალოგიები გულისხმობს წერილში მსგავსი შინაარსის თუ სიტყვის მქონდე ადგილებს, რომელებიც ერთმანეთს უკავშირდება (ლექსიკურად თუ აზრობრივად). მაგალითად, როდესაც იესოს ნათლობის მონაკვეთს შევისწავლით (იოანეს 1:29-34) ვხედავთ, რომ იოანე ნათლისმცემელი იესოს უფლის კრავს უწოდებს. იმ მუხლების მოძებნით, რომლებიც კრავზე ან კონკრეტულად უფლის კრავზე საუბრობენ, შევაგროვებთ უფრო მეტ ინფორმაციას მის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე ქრისტე სახელის მიღმა. ესაიას 53:7 ქრისტეზე შემდეგ სიტყვებს ამბობს ,,როგორც კრავი დასაკლავად”. გამოცხადების 12:11 საუბრობს მორწმუნეებზე დიდი გასაჭირის პერიოდის ბოლოს და ამბობს, რომ მორწუმეებმა ,,გაიმარჯვეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით”. ძველ აღთქმაში ხალხს უმწიკვლო კრავის მსხვერპლად შეწირვა უწევდათ (ლევიანების 4:32-35). ამ მუხლების შესწავლითა და თავიან კონტექსტში წაკითხვით უკეთესად ვიაზრებთ თუ რა იდეას ატარებს, როდესაც ღმერთის უფლის კრავზე საუბრობს. იესო იყო სრულყოფილი, უმწიკვლო კრავი, რომელიც გვჭირდებოდა, რომ ჩვენი ცოდვებისთვის ფასი გადაეხადა. ამის გამო აღარაა საჭირო ცხოველის მსხვერპლად შეწირვა. ამ მუხლებისა და უფრო ფართო გაგების გარეშე, გამოგვრჩებოდა მთავარი იდეა. სწორედ, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ანალოგიები და კავშირები!
კიდევ რამდენიმე რამ, რაც გვეხმარება სიტყვის შესწავლაში არის დაზეპირება და ლოცვა. როდესაც წერილს ზეპირად ვსწავლობთ გულში ვინახავთ და ჩვენში მკვიდრდება (1 იოანეს 2:24, იოანეს 15). მთელი 119-ე (ზოგ თარგმანში 118-ე) ფსალმუნი ლაპარაკობს უფლის სიტყვაზე ფიქრზე და იმაზე, თუ რამდენად სასარგებლო და ტკბილია ჩვენი ცხოვრებისთვის. იფიქრო წერილზე გულისხმობს იმას, რომ განიხილო სიტყვები და კონცეფციები დღის განმავლობაში. თითქოს ხორცს ამარინადებდე. დრო სჭირდება, რომ ხორცმა შეიწოვოს ყველაფერი, რაშიც შეაზავე. კოლასელთა 3:16 ამბობს: ,,უხვად დამკვიდრდეს უფლის სიტყვა თქვენში სრული სიბრძნით; ასწავლეთ და შთააგონეთ ერთმანეთი ფსალმუნით, გალობით და სულიერი სადიდებლებით, და უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით”.
შევხედოთ მაგალითს, თუ როგორ გამოიყურება ეს პროცესი პრაქტიკულად:
მაგალითი: 2 ტიმოთეს 3:16, 17: ,,მთელი წერილი ღვთივსულიერია და სარგო-სასწავღად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და სიმართლის შესაგონებლად, რათა ღვთის კაცი სრულქმნილი იყოს, ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად გამზადებული”.
წაკითხვა: მთლიანად წაიკითხეთ ტიმოთეს მიმართ მეორე წერილი ან მესამე თავი მაინც (ამით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2 ტიმოთეს 1:1 - 3:15 მუხლები უკვე შეისწავლე). პირველი თავიდან ვიცით, რომ პავლე სწერს ტიმოთეს, რომელიც მისი მოწაფეა, და მესამე თავში იგი ამხნევებს მორწმუნეებს, რომლებიც იტანჯებიან და ცდილობენ ჩაეჭიდონ იმ ჭეშმარიტებას, რომელიც წერილებიდან იციან.
დასვი შეკითხვები:
-
რას მოიცავს ,,მთელი წერილი” დროის იმ პერიოდისთვის?
-
რას ნიშნავს ღვთივსულიერია?
-
რა არის სწავლება? მხილება? გამოსწორება? სიმართლეში დარიგება?
-
როგორ შეუძლია ღვთის კაცს აღჭურვილი იყო ყველაფრისთვის?
-
რას ნიშნავს იყო ,,ღვთის კაცი”?
-
რას ნიშნავს იყო აღჭურვილი?
-
როგორ უნდა ვიყო სრულქმნილი თუ ცოდვილი ვარ და ისევ ვცოდავ?
-
რას გულისხმობს ყოველი კეთილი საქმე? ღმერთი რაიმე კეთილი საქმის საკეთებლად მიწოდებს?
წაიკითხეთ მუხლი თავიდან და მოახდინეთ მისი პერიფრაზირება ან გადმოეცით მოკლე შინაარსი: 2 ტიმოთეს 3:16, 17 საუბრობს წმინდა წერილზე, რომელიც დაიწერა სულიწმინდით აღძრული ადამიანების მიერ, რომლებიც სულიწმინდის შთაგონებით წერდნენ თითოეულ სიტყვას. წერილი სასარგებლოა რწმენის განსავითარებლად და გამოსწორებისთვის, რათა უფრო მეტად მივემსგავსოთ იესოს. სასარგებლოა, როდესაც შეგვიძლია გავიგოთ რა არის კარგი და ცუდი. უფლის სიტყვის კითხვის შემთხვევაში ადამიანი განიცდის მზადყოფნას და აღჭურვილია იმით, რაც გვჭირდება - უფლით. მასთან ერთად გვაქვს ყველაფერი, რაც გვჭირდება და აღჭურვილნი ვიქნებით ყოველგვარი კეთილი საქმისთვის.
გადახედე შეკითხვებს (მაგალითისთვის, მხოლოდ 2 შეკითხვას ავირჩევ):
-
რა არის გამოსწორება?
გამოსწორება ბერძნულად არის ეპანორთოსის და ნიშნავს ,,სწორ მდგომარეობაში დაბრუნება” ან ,, ცხოვრების ან ხარისხის გაუმჭობესება” (Blue Letter Bible). ამიტომ უფლის სიტყვა კარგი საშუალებაა ჩვენს მორალურად გამოსასწორებლად. თუმცა, წერილის სხვა მონაკვეთებიდან ვიცით, რომ ცხოვრება მხოლოდ საკუთარი გამოსწორების ზრუნვაზე არაა. ამიტომ მომდევნო შეკითხვები: რის შემდეგ ხდება ხასიათის გაუმჯობესება ქრისტიანულ ცხოვრებაში? ხსნამდე?
არა. ეფესელთა 2:8 ამბობს, რომ რწმენით ვართ გადარჩენილნი. სამაგიეროდ იაკობის წიგნის დიდი ნაწილი საუბრობს რწმენაზე და საქმეებზე. თუ ადამიანი იესოს ირწმუნებს, ამან მისი ქცევებიც უნდა შეცვალოს.
-
რას ნიშნავს სრულქმნილი ცხოვრება?
სრულქმნილი ცხოვრება ნიშნავს, როდესაც ნალოვანებას არ განიცდი. სწორედ ეს გააკეთა ღმერთმა ჩვენს ცხოვრებაში იესო ქრისტეს რწმენის მეშვეობით. როდესაც რომაელთა 5:2 და ეფესელთა 1:3 მუხლებს ერთმანეთს ვადარებთ, ვხედავთ, რომ რწმენით გვაქვს მისადგომი ღმერთის მადლთან და ღმერთის ეს მადლი არის ზეციური საშუალებები, რომლებსაც სულიწმინდა გამოაჩენს ხოლმე, გვაძლევს სრულყოფილ დროს.
შეამჩნიეთ, რომ მეც გამოვიყენე პარალელები, როდესაც შეკითხვების პასუხებს ვეძებდი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვა მუხლები მეტ ინფორმაციას გვაძლევენ კონტექსტის შესახებ. ამის შემდეგ, ილოცეთ და სთხოვეთ უფალს, რომ იმოქმედოს თქვენსა და გარშემო მყოფების ცხოვრებაში მისი სიტყვით. თუ დრო გაქვს, შეგიძლიათ დაიზეპიროთ კიდეც მუხლი.
ამ გზით ბიბლიის შესწავლა დაგეხმარებათ, რომ პირისპირ შეხვდეთ უფალს, როცა პირადად დაიწყებთ ღმერთის ცოცხალი სიტყვის კითხვას. ბიბლიის შესწავლა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ტექსტის სწავლა. ეს არის უფლის ტექსტის შესწავლის მუდმივი, განგრძობადი, პირადი ზრდის პროცესი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალი მორწმუნეები ვართ, მნიშვნელოვანია უფლის სიტყვას დრო დავუთმოთ. მორწმუნეებთან მიმართებით პეტრემ დაწერა, რომ ,,როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატრეთ სულიერი, სუფთა რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისათვის” (1 პეტრეს 2:2). აი, ასე ვიზრდებით და ვმწიფდებით.
უფლის სიტყვის რამდენიმე ძირითადი თვისება:
ძლიერი: უფლის სიტყვა არის ძლიერი! ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიბლიას არ უნდა შევეხოთ და არ გადავშალოთ მისი ძალის გამო, არამედ ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ადამიანი მას კითხულობს, უფლის სიტყვა იმდენად ძლიერია, რომ მისი მკითხველს შეცვლა შეუძლია! მასში დაწერილი თითოეული სიტყვა იესოსკენ მიგვითითებს და საუბრობს იმაზე, თუ ვინ არის იგი! გავიხსენოთ მომენტი, როდესაც იესო ეუბნებოდა ხალხს, რომ მიუხედავად იმისა, რომ იკვლევდნენ წერილებს, რომლებიც მასზე მოწმობდნენ, იესოსთან მისვლა მაინც არ უნდოდათ (იოანეს 5:39, 40). და რომ სიტყვები, რომლებიც იესომ წარმოთქვა და რომლებიც ჩაწერილია წერილში არის სიცოცხლე (იოანეს 6:63). ებრაელთა მიმართ წერილის ავტორმა სულიწმინდის შთაგონებით დაწერა: ,,ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფამდე, და განსჯის გულის ზრახვებსა და აზრებს” (ებრაელთა 4:12). უფლის სიტყვა აღწევს უფრო ღრმად, ვიდრე ნებისმიერი დოქტრინა თუ ადამიანური სწავლება. იესო ამბობს, რომ "თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ” (იოანეს 8:31, 32). ეს მარტო ჩვენი თავისუფლებისთვის კი არ არის კარგი, არამედ სხვებსაც უნდა გავუზიაროთ, რათა სხვებმაც გამოსცადონ ეს ძალა! რომაელთა 10:17 ამბობს: ,,ამრიგად, რწმენა - სმენისაგან, ხოლო სმენა - ქრისტეს სიტყვისგან”.
გამძლე და სანდო: 138-ე ფსალმუნის მე-2 მუხლში ავტორი აცხადებს: ,,რადგან განადიდე შენს ყოველ სახელზე მეტად ნათქვამი შენი”. ესაიას 40:8 ამბობს: ,,გახმება ბალახი, დაჭკნება ყვავილი, ჩვენი ღვთის სიტყვა კი დგას საუკუნოდ”. უფლის სიტყვა არის ჩვენი მორალური სატანდარტი ამ სიბნელით სავსე სამყაროში. მეფსალმუნე წერს: ,,რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააბრძნობს გულუბრყვილოებს. მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს” (ფსალმუნი 18 (ზოგ თარგმანში 19):7, 8).
აზრობრივი, შეკრული და ორგანიზებული: უფლის სიტყვა უნდა გაანალიზდეს და შეფასდეს. ვიმსჯელოთ მასზე, განვიხილოთ და ვიფიქროთ. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, მასწავლებელიც დავიხმაროთ. როდესაც ეზრამ მოსეს რჯულის წიგნები გამოიტანა, ნეემია, მღვდლები, მწიგნობრები და ლევიანები წაკითხულის გაგებაში დაეხმარნენ. შესაძლებელია უფლის სიტყვის გაანალიზება და შეფასება. როდესაც პავლე ბერეაში იყო, იქ მყოფ ხალხზე წერდა, რომ ,,ესენი თესალონიკელებზე უფრო კეთილშობილნი იყვნენ: მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე არჩევდნენ წერილს, ასეა თუ არა ესო” (საქმე მოციქულთა 17:11). და რაკი გვაქვს უფლის სიტყვა და გვყავს სულიწმინდა, ანუ ყველაფერი გვაქვს, რაც უფლის სიტყვის შესწავლისთვის გვჭირდება, რადგან უფლის სიტყვა იმისთვის მოგვეცა, რომ ვისწავლოთ. პავლე ტიმოთეს წერს და შეაგონებს: ,,იქადაგე სიტყვა, თავს ადექ დროულად თუ უდროოდ, ამხილე, შერისხე, შეაგონე მთელი დიდსულოვნებით და სწავლებით” (2 ტიმოთეს 4:2). მსგავსს წერს პეტრეც: ,,არამედ უფალი ქრისტე წმიდა-ყავით თქვენს გულში და მარადჟამ მზად იყავით, რომ თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინცა გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას” (1 პეტრეს 3:15). ჩვენი მოვალეობაა, რომ ვიმსჯელოთ და ვიფიქროთ უფლის სიტყვაზე.
იმედი: და ბოლოს, უფლის სიტყვა არის იმედი! რომაელთა 15:4: ,,ხოლო ყველაფერი, რაც უწინ დაიწერა, ჩვენს დასამოძღვრად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წერილისმიერი ნუგეშისცემით სასოება გვქონდეს”. ბიბლია აწმყოს იმედზე გველაპარაკება, რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ და ასევე მომავლის იმედზე, რადგან ზეცა წინ გველოდება.
უკვე გავიგეთ უფლის სიტყვის მახასიათებლები და თუ როგორ უნდა შევისწავლოთ იგი, მაგრამ ახალა როგორ მოვიქცეთ?
მიეცით უფლება, რომ შეგცვალოთ და სხვასაც გაუზიარეთ! ტანჯვაგამოვლილი იერემია ამბობს: ,,ვიფიქრე: დავივიწყებ მას და აღარ ვილაპარაკებ-მეთქი მისი სახელით, მაგრამ ცეცხლივით ამიგიზგიზდა გულში, ძვლებამდე გამატანა, ვცდილობდი გამეძლო, მაგრამ ვერ შევძელი” (იერემიას 20:9). ღვთის სიტყვა ცეცხლს ჰგავს, რომელიც ჩვენს ძვლებშია გამჯდარი და ვრცელდება! ასე, რომ უნდა გავიაზროთ და სხვებსაც გავუზიაროთ. გარდა ამისა, უნდა დავიცვათ კიდეც სხვების შემოტევებისგან. ეფესელთა მიმართ წერილში ვკითხულობთ უფლის აბჯრის შესახებ, რომელიც უნდა შევიმოსოთ: ,,აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა” (ეფესელთა 6:17). სწორედ ასე ვებრძვით ჩვენს მტერს. დააკვირდით მათეს 4 თავს, როდესაც სატანამ ქრისტეს ცდუნება სცადა. იესომ ყოველი ცდუნება უფლის სიტყვით მოიგერია.
მინდა ეს სტატია 1 თესალონიკელთა 2:13 მუხლით დავასრულო. მიიღეთ უფლის სიტყვა, მადლობა გადაუხადეთ უფალს მისთვის და მიეცით უფლება, რომ იმოქმედოს თქვენს ცხოვრებაში: ,,ამიტომ ჩვენც განუწყვეტლივ მადლს ვწირავთ ღმერთს, რადგანაც მიიღეთ სიტყვა, ჩვენი წყალობით რომ ისმინეთ, და კაცთა სიტყვად კი არ აღიქვით იგი, არამედ მისინამდვილი სახით, ესე იგი, ღვთის სიტყვად, რომელიც კიდეც მოქმედებს თქვენში, მორწმუნენო”.
2022-04-08 უკან დაბრუნება